Home » ეკონომიკა (page 11)

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს

ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს. „თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა გასული წლის ივნისში ეკონომიკის კლება 7.7 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე 9 პროცენტზე მეტად აჭარბებს პანდემიამდე – 2019 წლის ივნისის მონაცემს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2021 წლის იანვარ-ივნისის კუმულატიური მაჩვენებელიც 6 პროცენტით აღემატება პანდემიამდე 2019 წლის იანვარ-ივნისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ივნისში, აპრილ-მაისის მსგავსად, ...

Read More »

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლისშესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთანშედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო დასადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი დადასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები დარესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულისაქმიანობა, მშენებლობა. კლების ტენდენცია კიდაფიქსირდა ...

Read More »

“საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია 2,8-ჯერ გაიზარდა”

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერ რაოს” ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტი 10,24 მლრდ კვტ/სთ-მდე გაზარდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. “რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მატება ფიქსირდება ფინეთში, სადაც იმპორტი 2,4-ჯერ გაიზარდა, ბალტიის ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი 2,1-ჯერ არის გაზრდილი და საქართველოში, სადაც იმპორტმა 2,8-ჯერ იმატა, – აღნიშნავს კომპანია. ...

Read More »

ნათია თურნავა – აშშ-ის დახმარებით ვიწყებთ ხუთწლიან პროგრამას ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

გორში, ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ხუთწლიან პროექტს „შპს დელოიტ ქონსალთინგი“ აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 15, 7 მილიონი აშშ დოლარია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ...

Read More »

თურნავა: ჩაკეტვას არ ვგეგმავთ – მნიშვნელოვანია ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ და ეკონომიკა განვითარდეს

არ ვგეგმავთ ეკონომიკის ჩაკეტვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ, ეკონომიკა განვითარდეს და გაჯანსაღდეს, – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არსებული კოვიდ-სიტუაციის კომენტირებისას. ნათია თურნავას თქმით, ამჯერად სიტუაციის შეცვლა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციით უნდა მოხდეს. „ახლა ქვეყანაში სრულიად საკმარისი რაოდენობითაა ვაქცინები იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გარდავტეხოთ არსებული სიტუაცია და ...

Read More »

„გარკვეული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვიქცეთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულ, მოჩანჩალე გუბერნიად“

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორის, გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესში შედგა კონკრეტული გეგმა და შეთანხმება, მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება არ ხდება, „რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც მედიაციის პროცესს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას“. ამის შესახებ აბრამიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს და „ნამახვანჰესის“ თემაზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესს ...

Read More »

1-ლი მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება – 5 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935) და სომხეთში (5,872 ...

Read More »

იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია ძალაში შევიდა

იაპონიასთან ძალაში შევიდა „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებული ტექსტი. აღსანიშნავია, რომ „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა ჩაანაცვლა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის მანამდე ...

Read More »

გიორგი მარგებაძე: ფასკუნჯების სერია გრძელდება – მათ უბრალოდ ეკონომიკის ჩამოშლა და გაჩერება აქვთ მიზნად

მცირე და საშუალო ჰიდრო ენერგიის განვითარების აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარგებაძე, ენერგეტიკული გაერთიანების  ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესს აფასებს. მისი თქმით, მედიაციის პროცესი საფრთხის წინაშეა, რადგან “რიონის ხეობის მცველები”-ს მხრიდან არ ხდება პროცესზე შეთანხმებული პირობების შესრულება. გთავაზობთ პოსტს უცვლელად: “ფასკუნჯების სერია გრძელდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ გაურკვეველ ჯგუფებს (იმის მცველებს, ამის მცველებს) საერთოდ არ ადარდებთ არც ზუთხები, არც ფოთლები, არც მაჩვები არც ზღარბები, ...

Read More »

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ “ბიზნეს ფორმულას” განუცხადა, წლის პირველ ნახევარში ბანკების რეკორდულად მაღალი მოგება ეკონომიკის აღდგენას უკავშირდება. “საბანკო სექტორი მზადაა სწრაფი განვითარებისთვის და ეკონომიკის სწრაფი მხარდაჭერისთვის. საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკისა და საბანკო სექტორის ქცევა მნიშვნელოვნად ასახავს ერთმანეთის მდგომარეობას. ...

Read More »