Home » ეკონომიკა (page 10)

ეკონომიკა

რამდენად სანდოა აპრილის თვის 44.8%-ანი ეკონომიკური ზრდა

“თუ, საქართველოში მართლაც ისეთი შთამბეჭდავი ზრდაა, როგორც სტატისტიკის სამსახური აცხადებს, სულ მალე, 2-3 კვირაში საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და შემოსავლების მკვეთრი ზრდით”, – ამის შესახებ აშშ–ში მცხოვრები ქართველი ფინანსისტი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” თემურ ბასილიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “თუ, საქართველოში მართლაც ისეთი შთამბეჭდავი ზრდაა, როგორც სტატისტიკის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნაგომრის აგროსახლი“ მოცვის პლანტაცია დაათვალიერა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კენკროვანი კულტურები, კერძოდ კი, ლურჯი მოცვი, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია და აქტიურად გადის ექსპორტზე. „გასულ წელს, მეხილეობის მიმართულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოდან ექსპორტის ზრდაში. ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს იქნება ყოველწლიურად მზარდი რიცხვი, ...

Read More »

ბადრი ჯაფარიძე – რეგულაციები, რომელიც მხოლოდ ამუხრუჭებდა ეკონომიკას, არის დღევანდელი ეროვნული ბანკის სავიზიტო ბარათი

კობა გვენეტაძეს გადადგომისკენ მოვუწოდე -რეგულაციები, რომელიც მხოლოდ ამუხრუჭებდა ეკონომიკას, არის დღევანდელი ეროვნული ბანკის სავიზიტო ბარათი, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კობა გვენეტაძე თავის მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს. „მისი მმართველობის დროს ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს იმ ამოცანებს, რომელიც მისივე მოხსენებაში არის ჩამოთვლილი, რა არის ეს: ფასების სტაბილურობა – ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ამოცანას ვერ ...

Read More »

ეკონომიკის ასეთი ზრდა კოვიდ გამოცანაა – ირაკლი კოვზანაძე

„ეკონომიკის ასეთი ზრდა კოვიდ გამოცანაა“ – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. კოვზანაძის თქმით, ამ მასშტაბის ზრდა უპრეცედენტოა და ერთგვარი კოვიდ გამოცანაა, რასაც ბევრი ანალიზი დასჭირდება. ,,ასეთი უპრეცენდენტო ზრდა არასოდეს გვქონია და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. იმედი მაქვს, რომ ეს ზრდა გაგრძელდება, ცხადია ასეთი მასშტაბი ვერ ექნება, თუმცა ტენდენციის სახეს იმედია, შეინარჩუნებს. ეს ...

Read More »

კონკურენციის ეროვნული სააგენტო დღეიდან ანტიდემპინგური ღონისძიების მიმართულებით განაცხადების მიღებას იწყებს

დღეს, პირველი ივნისიდან კონკურენციის ეროვნული სააგენტო განაცხადების მიღებას იწყებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხის შესწავლა განხორციელდება ადგილობრივი ინდუსტრიის ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე – იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოცემული პროდუქტის საექსპორტო ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორი ქვეყნის ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ნორმალურ ღირებულებაზე დაბალია და ის ზიანს აყენებს ან წარმოადგენს ზიანის საფრთხეს ადგილობრივ ინდუსტრიებისთვის. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი  “ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ფინანსთა სამინისტროს განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები წარადგინა. განახლებული პროგნოზები ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მიმართულებით. „ბოლო ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ეკონომიკური ზრდის დღეს გამოქვეყნებული მონაცემები, მართლაც შთამბეჭდავია, ასეთი ტენდენცია ყველა მოლოდინს აჭარბებს

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა სუსტდება. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკის შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 44.8% შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 8.1% შეადგინა. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის გამოქვეყნებული მონაცემები, მართლაც შთამბეჭდავია. ასეთი ტენდენცია ყველა მოლოდინს აჭარბებს, შესაბამისად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენის შეუქცევადი ...

Read More »

„მეორე კვარტალში ეკონომიკის აღდგენის ტენდენცია, სამთავრობო ანტიკრიზისული პროგრამისა და ეკონომიკის სტიმულირების სწორ დაგეგმვაზე მიუთითებს“

„საქსტატის“ მიერ აპრილის ზრდის წინასწარი მონაცემი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არა თუ მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო დაშვებებზე მაღალია, 44.8 % შეადგინა და სულაც სარეკორდოდ უნდა მივიჩნიოთ, გასული წლის აპრილში 17-პროცენტიანი ვარდნის მიუხედავადაც კი! რაც მთავარია, წინა კრიზისულ, 2019 წელთან მიმართებაშიც კი ზრდა 28 პროცენტია. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ მაისშიც ზრდის ტემპი მაღალი იქნება, ხოლო ...

Read More »

„აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“

„აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს. “ასეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ცალსახად მისასალმებელია. იმედია სწრაფი და მასშტაბური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას რომ გასული წლის აპრილში გვქონდა -16.6 %-იანი რეცესია, რის ფონზეც ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, ანუ ეს არის ,,ზამბარის ...

Read More »

2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ...

Read More »