Home » ეკონომიკა

ეკონომიკა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში.  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან ...

Read More »

“ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლებით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია”

ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების კომენტირებისას. მისი თქმით, ივნისში ეკონომიკურმა კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებითაც. „ბუნებრივია, კლების მთავარი მიზეზია ტურისტული სექტორი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – ეკონომიკა იმაზე სწრაფად ჯანსაღდება ვიდრე მოსალოდნელი იყო

“ეკონომიკა იმაზე სწრაფად ჯანსაღდება ვიდრე მოსალოდნელი იყო”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში ეკონომიკა 7.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო იანვარ-ივნისის კლების მაჩვენებელი 5.8 პროცენტია და წლიური ვარდნის საპროგნოზო მაჩვენებელს მიუახლოვდა. კოვიდკრიზისული ტენდენციების ფონზე, მაისს -ივნისთან შედარებით, როდესაც ვარდნა 13.5 და 16,6 პროცენტს შეადგენდა, ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, რაც ასევე აჩვენებს, ...

Read More »

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-ივნისში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს. „წინასწარი შეფასებით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 7.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 6 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.8%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ. მისივე განცხადებით, ...

Read More »

2019 წელს საქართველოში 208 ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა, სადაც საშუალოდ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა

“საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 208 ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა. 2019 წელს მოქმედი ბაზრობების 37,0 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 32,7 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 30,3 პროცენტი – ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც). ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე ვაჭრობა ხდებობდა როგორც სასურსათო, ისე ...

Read More »

2015-2020 წლებში ექვსმა მსხვილმა სახელმწიფო კომპანიამ ლარის გაუფასურებით ჯამში 1.8 მილიარდი ლარი იზარალა

სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, გამოიკვეთა ის მსხვილი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც გასული 5 წლის განმავლობაში ლარის კურსის რყევით ყველაზე მეტად დაზარალდა. დოკუმენტის მიხედვით, 2015-2020 წლებში ექსვმა მსხვილმა საწარმომ ჯამში 1.8 მილიარდი ლარით იზარალა. აღსანიშნავია, რომ მოცემული 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად, 472 მილიონი ლარით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა დაზარალდა. შემდეგ მოდის წყალმომარაგების კომპანია 410 მილიონი ლარით, კარწახის რკინიგზა 390 მილიონიანი ...

Read More »

90 მლნ ევრო EBRD-სგან ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით, ითვალისწინებს 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. პროექტის მიხედვით დაგეგმილია:• ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;• ნამახვანი-წყალტუბოს ...

Read More »

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა. შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ...

Read More »

1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ერთი და ორი თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, ერთი და ორი თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის პირველი იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ. ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – “ლელოს” მოდელით ეკონომიკა გაორმაგდება

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს 4 წელში საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა 200 000-ით გაიზრდება და ქვეყანა ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდება. მან ლანჩხუთის რეგიონალური ოფისის გახსნის დროს „ლელოს“ საპროგრამო მესიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მოდელით გაორმაგდება ეკონომიკა და გაორმაგდება მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. “ბოლო წლების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი დაპირება, რომ გაგვეზრდება პენსია ან შემოსავალი. ბოლოს ვართ იქ, სადაც ვიყავით. ...

Read More »