Home » ბიზნესი (page 52)

ბიზნესი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 10-მდე ახალი წევრი შეუერთდა, ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელია“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელი“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ „მეიჯერელი“ არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიაში 63 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი 2 500-ზე მეტი წევრისგან შედგება და საქმიანობას 3 ქალაქის, 5 ოფისიდან აწარმოებს: სამი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამჟამად, „მეიჯერელ საქართველო“ 9 პროექტის ფარგლებში მომსახურებას უწევს ...

Read More »

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქცია გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი (ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი, სუნელები) გამოავლინეს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, მიკვლევადობით დადგინდა, რომ შპს ,,ალიბაბას“ (ს/კ 448400169) საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა ქ. თბილისში, თვალჭრელიძის N2-ში („ისთ ფოინტთან”) მდებარე ...

Read More »

ONOFF.GE მალე ლიბერთი ბანკის ქოლგიდან გავა

Onoff.ge მალე ლიბერთი ბანკის ქოლგიდან გავა. ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმის განცალკევება ლიბერთის ახალი სტრატეგიის წარდგენისას ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა დაანონსა. „Onoff.ge მალე განცალკევდება. ასე ითხოვს ეროვნული ბანკი“, – აღნიშნა ვასილ ხოდელმა. ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით 2019 წელს შეიქმნა. ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას აძლევს მომხმარებელს. ...

Read More »

ბათუმი, ქუთაისი, ფოთი – თეგეტას დასაქმების პროგრამა დასავლეთ საქართველოში ინაცვლებს

„თეგეტა ჰოლდინგი“ შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად სამსახურის მაძიებლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს. ახალი საქმიანობის შესწავლას სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია, დასაქმების პერსპექტივით. „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ – გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. აკადემიაში თვენახევრიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტების მომავალი რადიკალურად იცვლება – ისინი ეუფლებიან ახალ პროფესიას, გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას და საქმდებიან თეგეტა ჰოლდინგში. კომპანიას აქვს ამბიცია, ქვეყანაში ...

Read More »

„ლიბერთი“ უნივერსალური ბანკი ხდება – ვასილ ხოდელი

„ლიბერთი ბანკმა“ 9 სექტემბერს საზოგადოებას განვითარების ახალი სტრატეგია წარუდგინა, რომლის სლოგანია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“. სტრატეგია 4 ძირითადი მიმართულებისგან შედგება: • მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა; • უმაღლესი დონის მომსახურების დანერგვა;  • ახალი სეგმენტებისთვის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარების შეთავაზება; • ბანკის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურის დანერგვას. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი „საქმიან ...

Read More »

„ვითხოვთ, სოციალური გასაცემლების ტენდერის გამჭირვალედ ჩატარებას“ – ლიბერთის გენდირექტორი

„ვითხოვთ, სოციალური გასაცემლების (პენსიის) კონტრაქტთან დაკავშირებით გამჭირვალე ტენდერის ჩატარებას“, – ეს განცხადება „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „საქმიან დილაში“ სახელმწიფოს მიერ 60 წელს ზემოთ პირებზე პენსიის გაცემის საკონტრაქტო პირობებში დაგეგმილ ცვლილებებსა და პროგრამაში სხვა ბანკების ჩართვის მიზნით ახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ საუბრისას გააკეთა. ვასილ ხოდელის ინფორმაციით, ამ საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისია ტენდერის გამოცხადებას 2021 წლის ბოლომდე გეგმავს, თუმცა ...

Read More »

“ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ მომხმარებლების ცხოვრება” – ლიბერთიმ გუნდი და სტრატეგია წარადგინა

ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა, ბანკის ახალი გუნდი და განვითარების სტრატეგია წარადგინა. ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ – სტრატეგია, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად ...

Read More »

BAG ინდექსი: კომპანიების 95% მიიჩნევს, რომ თანამშრომელთა COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აუცილებელია

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს ვაქცინაციის პროცესს და აქტიურად მოუწოდებს, როგორც ბიზნესს, ასევე ფართო საზოგადოებას, დროული და სწრაფი ვაქცინაციისკენ. სწორედ ამიტომ, საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და ბიზნესის განწყობების გასაანალიზებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, ვაქცინაციის მიმართ  დამოკიდებულების შესაფასებლად, ასოციაციის წევრი და მათი შვილობილი კომპანიები გამოკითხა. კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიების 95%-ს დასაქმებულების ვაქცინაცია აუცილებლად მიაჩნია. მეტიც, გამოკითხულთა 87%-ს უკვე ჰქონდა ...

Read More »

„ბილაინის“ აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი „ბილაინი“ მომხმარებელს ვირტუალური სიმ ბარათით (eSIM) სარგებლობას სთავაზობს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, eSIM- ი (Embedded SIM) სმარტფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია და აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. „eSIM-ი თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას. გარდა ამისა, eSIM-ის გააქტიურება მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად არის ...

Read More »

ლიბერთიში სამომხმარებლო სესხებზე განსაკუთრებული პირობების აქცია – „შენი სურვილების სეზონი“ დაიწყო

ლიბერთიში სამომხმარებლო სესხებზე განსაკუთრებული პირობების აქცია – „შენი სურვილების სეზონი“ დაიწყო. 16 სექტემბრამდე, ნებისმიერი მიზნისთვის ახალი სესხის აღების ან რეფინანსირების შემთხვევაში, ყველა მომხმარებელი ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით და 3 თვემდე ვადით გათავისუფლდება სესხის ყოველთვიური გადასახადისგან. ახალი აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის მიღებას შეძლებს 18-დან 70 წლამდე ნებისმიერი მოქალაქე, რომლის შემოსავალი მინიმუმ 200 ლარია. საშეღავათო პირობები მაქსიმალურად არის მორგებული თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ...

Read More »