Home » ბიზნესი (page 5)

ბიზნესი

ბილაინის საახალწლო შეთავაზებებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია

საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი – ბილაინი აბონენტებს სპეციალურად შექმნილ საახალწლო პაკეტებს სთავაზობს. მომხმარებელს მრავალფეროვანი პაკეტებიდან მისთვის სასურველის შერჩევა და შეძენა 20 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეუძლია. საახალწლო შეთავაზებებით სარგებლობის ვადა 30 დღეა. თითოეული მათგანი ბილაინის მომსახურებების გარდა, მუსიკალური მობილური აპლიკაცია Stingray-ს პრემიუმ პაკეტს მოიცავს, რომელიც 150-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის მუდმივად განახლებად ფლეილისტებს აერთიანებს.  ბილაინის საახალწლო პაკეტებია: Stingray + 3 GB + 100 წუთი ...

Read More »

BAG ინდექსი: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, ბიზნესსაქმიანობის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა სახელდება. აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 65% ასახელებს. თუმცა საყურადღებოა, რომ 2021 წლის II კვარტლის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლო კომპანიების წილმა, რომლებიც ამ ფაქტორს უმთავრეს პრობლემად მიიჩნევენ (მეორე კვარტალში დაასახელა 76%-მა). ეს კლება თანხვედრაშია ბიზნესის მიერ ლარის აშშ დოლართან ...

Read More »

საქართველოს ბანკში კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ციფრული სერვისების დახვეწას განაგრძობს. სწრაფად განვითარებად ბიზნეს გარემოში, სადაც გაციფრულება ერთგვარი პასუხია კომპანიების მზარდ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე, ბანკმა ბიზნესს მორიგი განახლება შესთავაზა – https://bonline.ge-იდან და ბიზნეს მობილბანკიდან, კომპანიის ონლაინ ანგარიშის გახსნა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ გახდეთ ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, მხოლოდ პირადი ნომრის, ორგანიზაციის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებაა საჭირო. ანგარიშის გახსნის ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმატებით დასრულდა. კონკურსის მიზანს ჰარვარდის რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება წარმოადგენდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დასკვნით ეტაპზე კი, 7 ფინალისტ გუნდს შორის 3 გამარჯვებული გმოვლინდა. პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, “Tenerequerte“-მ დაიკავა, მეორე – შავი ზღვის საერთაშორისო ...

Read More »

„ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 დოლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის პირველი ერთობლივი ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე. „ლისი დეველოპმენტთან“ თიბისი კაპიტალი 2018 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა. ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 6.5%-ით განისაზღვრა, რაც ადგილობრივ ბაზარზე არაფინანსურ სექტორში ...

Read More »

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წელს, ცაგერის რაიონ სოფელ ქორენიშში, არსებულ საოჯახო სასტუმრო „ქორენიშული ვერანდაში“, მოხდა ნომრების დამატება. ასევე, მეღვინეობის და მეფუტკრეობის ბიზნესის გაფართოება, რომელიც სრულად დაფინანსდა ვითიბი ბანკის მიერ. „სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ...

Read More »

BAG ინდექსი – გამოკითხულ კომპანიათა 60%-ზე მეტი თვლის, რომ პოტენციურ დასაქმებულებს არასაკმარისი ცოდნის დონე აქვთ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის პერიოდული კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, არასაკმარისი ცოდნის დონე, გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს; ხოლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ ...

Read More »

Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, „თიბისი”, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. „თიბისის” ინფორმაციით, კომპანიამ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. „2021 წლის განმავლობაში, აქტიურად ვაგრძელებდით ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში. პროცესის წარმატებას ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, “თიბისის” ...

Read More »

BAG ინდექსი – ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, კვლავ გრძელდება წინა კვარტლებში დაწყებული პოზიტიური დინამიკა – გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად შეაფასეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი დამატებით 8 ქულით გაუმჯობესდა და 18.8 ქულა შეადგინა. ხოლო ბიზნესის მოლოდინმა, 5 ქულიანი ზრდის ...

Read More »

„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „მწვერვალი“ განვითარებას განაგრძობს

„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ძალებით, ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი კვლავ გრძელდება. მისი მიზანია, მსუბუქი მრეწველობის სფეროში ოპერირებად ბიზნესებს საქმიანობის განვითარებაში, პროდუქციის დახვეწასა და ექსპორტზე გასვლაში შეუწყოს ხელი. როგორც „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ხის სათამაშოების, საბავშვო ავეჯისა და დეკორის საწარმო – „მწვერვალი“. კომპანიის პროდუქციას მაღალი ხარისხი გამოარჩევს. ნაწარმი წიფლის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის საუკეთესო ხარისხის მასალით მზადდება. ...

Read More »