Home » ბიზნესი (page 48)

ბიზნესი

„ვითიბის“ ინფორმაციით, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებენ ბიზნესის მხარდაჭერას

„ვითიბი“, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბიდან“ აცნობეს, ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჯამში 540, 000 ევროს სესხის მოცულობით, ბათუმში, სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაში“ მოეწყო სპორტდარბაზი, საცურაო აუზი და დაფინანსდა სასტუმროს თანამედროვე სახანძრო სისტემით აღჭურვა. „სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ...

Read More »

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს – გარანტირებულ შენაძენს სთავაზობს

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „გარანტირებული შენაძენი“ „საქართველოს ბანკის“ ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. მათივე ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე საკუთარი ფულით შეძენაზე და ის ბინის ...

Read More »

„თიბისი“ ბიზნესებისთვის საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს

„თიბისი“ არაუზრუნველყოფილი საბანკო გარანტიების ლიმიტს ზრდის და მომხმარებელს სერვისის მიღებას ციფრული არხით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, განახლებული პირობების ფარგლებში: უზრუნველყოფის წარმოდგენა სავალდებულოა არ არის 250,000 ლარამდე მოცულობის საბანკო გარანტიისათვის. საბანკო გარანტიის გაცემა შესაძლებელია დისტანციურად, ელექტრონული ხელმოწერით. გარანტია განკუთვნილია 5 000 000 ლარამდე კონტრაქტებისათვის; „თიბისი“ საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებს შორის პირველია, რომელმაც არაუზრუნველყოფილ საბანკო გარანტიის ლიმიტი 250,000 ლარამდე ...

Read More »

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში – „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის“

ბიზნესს წარმატებისთვის მხოლოდ ინოვაციური იდეა არ ჰყოფნის — გამოწვევებით სავსე გზაზე, მას მხარდაჭერა, აღიარება და დაფასებაც სჭირდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბიზნესსოციუმის ყველაზე დიდი ღონისძიება — ბიზნესდაჯილდოება, რომელსაც თიბისი უკვე მეექვსე წელია მართავს. წელს, ისევე როგორც გასულ ღონისძიებებზე, ბიზნესდაჯილდოება საზოგადოების წინაშე სიახლით წარსდგება და მცირე და საშუალო ბიზნესებს დააჯილდოებს ორ ახალ ნომინაციაში: „რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა“ და „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის.“ ...

Read More »

ჭყონია: ENKA პროფესიონალების კომპანიაა, როგორ შეიძლება შეედგინათ პროექტი, რაც დაინგრეოდა

თემურ ჭყონია ნამახანჰესის პროექტსა და ENKA-ს მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანია, რომელიც არ ააშენებდა არამდგრად ჰესს. თემურ ჭყონიამ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ პროექტი ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და შემდგომი მოლაპარაკებები, მისი აზრით, “მინუსიდან” იქნება დასაწყები. „ENKA არის უდიდესი კომპანია მსოფლიოში, ძალიან პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლება მათ შეედგინათ პროექტი, რომელიც დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა?! რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება, ...

Read More »

BAG ინდექსი – ბიზნესს რეგულაციებზე მეტად ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა აფერხებს

2021 წლის მესამე კვარტალში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ კომპანიათა 75% მიიჩნევს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისათვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელთა შორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული განწყობა არაა გასაკვირი, რადგან მესამე კვარტალში ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გამოკითხულთა 55%-ს აქვს. ამავდროულად, გაყიდვებთან და დასაქმებასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინების ფონზე, ...

Read More »

თეგეტა „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა

„გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრობის შეთანხმებას თეგეტა მოტორსმა ხელი ახლახან მოაწერა. გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) წარმოადენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციულ ინიციატივას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, დაიცვან ათი გლობალური ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. თეგეტა მოტორსისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის დამატებითი საქმიანობა, ეს კომპანიის განუყოფელი ...

Read More »

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები წინა, 2018 წელთან შედარებით, გამოკითხულთა 67%-მა გაზარდა. ...

Read More »

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს ბიზნესი ქვეყანას სჭირდება. იმიტომ, რომ ...

Read More »

ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში

ამას წინათ ჰკითხეს – „ქალისთვის შესაფერისი საქმის კეთება როდის უნდა დაიწყო და “კლუჩების” ტრიალს თავი როდის უნდა დაანებოო?“ ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო – ასე დიპლომატიურად გაისტუმრა, თვითონვე რომ აღარ ახსოვს მერამდენე, მზრუნველობის მოტივს ამოფარებული, არამკითხე მოამბე. სალომე “კლუჩებს“ უკვე ერთი თვეა ატრიალებს და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაო წარმატებით. ჯერ სულ ორი დღის შედგმული აქვს „თეგეტა თრაქ ენდ ...

Read More »