Home » ბიზნესი (page 40)

ბიზნესი

პროფესიას არ აქვს გენდერი – სატვირთო მანქანების მექანიკოსი ქალები „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“

„ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეოტიპები და შედგა ფეხი კაცების სამყაროში“ -ამბობს ნათია ბერაშვილი ნათია ბერაშვილი 20 წლისაა და სტერეოტიპების ნგრევა, როგორც სატვირთო ავტომობილის მომავალმა მექანიკოსმა ქალმა, უკვე დაიწყო. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ე.წ. მამაკაცების პროფესიულ სამყაროში შებიჯება ორი მიზეზით გადაწყვიტა: - პირველი, ვერ გაუძლო ექსკლუზიურობის ცდუნებას, რომ გამხდარიყო ქვეყანაში პირველი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი ქალი - და მეორე, ეპოვნა და გაეზიარებინა საერთო ინტერესი, ერთგვარი გადაკვეთის წერტილი, სატვირთო ავტომობილის მძღოლ მამასთან, რომელთანაც ახლა უკვე სატვირთო ავტომობილის აგებულების მექანიზმებსა თუ ნაწილებზე თამამად შეუძლია საუბარი სტერეოტიპების ნგრევაში, ნათიას კიდევ 3 ქალი შეურეთდა და უკვე 2 ივნისიდან ერთად „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტები არიან. პირველი თვენახევარი თეორიულ სწავლებას დაეთმო. ჯგუფში, სადაც გამონაკლისის გარეშე მხოლოდ მამაკაცებს ნახავდით, ამჯერად 16 მონაწილიდან 4 ქალია და ყველა ერთად „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიან ტრენინგს“ ესწრება. პროფესიას, რომ არ აქვს გენდერი, ამის „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში #პროფესიასარაქვსგენდერი ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის - „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში, “თეგეტა აკადემიამ“ მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება გადაწყვიტა. თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, ახლა სამთვიანი პრაქტიკული სწავლების დროა - ყველა ეტაპის წარმატებით დასრულება კი ოთხივე მონაწილე ქალს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდების შანსს მისცემს. „არჩევანის გაკეთებისას ჩემზე კომპანიის სახელმა და პრესტიჟმა იმოქმედა. საერთოდ ვერ ვერკვეოდი ავტომობილის კონსტრუქციულ აგებულებაში და მუშაობის პრინციპში. აქ რომ მოვდიოდი, მოლოდინი მქონდა, რომ კურსის ბოლოს ეს ახალი ცოდნა მექნებოდა. მოლოდინი გამართლდა. მეგონა, რომ პროგრამა ბევრად რთული იქნებოდა დასაძლევად, მაგრამ „თეგეტა აკადემიის“ სწავლების მიდგომამ მომცა შესაძლებლობა, რომ მასალა ადვილად ამეთვისებინა“ - სალომე ჩხვიმიანი, ტრენინგის მონაწილე 22 წლის სალომეს მსგავსად ტრენინგში მონაწილე არცერთ ქალს წარსულში ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. სფეროს სიუცხოვის მიუხედავად, მათ პროექტში ჩართულობის პირველივე ეტაპზე ამ პროფესიის დაუფლების ძალიან დიდი ინტერესი და სურვილი გამოთქვეს. „მუდმივად ძიებაში ვიყავი. მინდოდა მეპოვნა პროფესია, რომელშიც თავს კარგად ვიგრძნობდი, ვიტყოდი, რომ ჩემია. ნამდვილად ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ არა ეს კურსი, რომ სატვირთო მანქანის მექანიკოსობას ვისწავლიდი - ვერ ვიფიქრებდი, ვერ გავბედავდი ამ პროფესიის არჩევას, რომ არა „თეგეტა აკადემია“. არადა ტექნიკური საგნები, ზოგადად მექანიკა, ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა“ - ამბობს ნონა წიკლაური, პროექტის მონაწილე „თეგეტა აკადემია“ 2013 წელს კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ბაზაზე დაფუძნდა. დაარსების დღიდან მისი მიზანი ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა, რაც საბოლოოდ ავტო მომსახურების სფეროში ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს - ეს ამბიციური ხედვა თანამბრად ვრცელდება ქალებსა და მამაკაცებზე. „პირველად ფეისბუქზე ვნახე, რომ „თეგეტა აკადემია“ ასეთ ტრენინგს ატარებდა. როცა პოსტი წავიკითხე, მაშინ გავიფიქრე, აქამდე რატომ არ მომივიდა აზრად, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი პროფესიები გენდერული კატეგორიებით შეიძლება იყოფოდეს და კონკრეტული პროფესია სქესის მიხედვით იყოს გაწერილი, საზოგადოებაში მაინც არსებობს დოგმები და ეს ჩვენ გვზღუდავს. შეიძლება არც კი დაფიქრდე ისეთ პროფესიაზე, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა რეალურად შენი აღმოჩნდეს.“ ამბობს ნინო წითლიძე, ტრენინგის ყველაზე პატარა, 18 წლის მონაწილე. მეცნიერების კვლევებს თუ დავეყრდნობით, ქალები პროფესიის არჩევისას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლი - დაუფიქრებლად გამორიცხავენ ისეთ საქმიანობებს, რომლებშიც მამაკაცები დომინირებენ. #პროფესიასარაქვსგენდერი კამპანიის მიზანი სწორედ ამ სტერეოტიპების დანგრევა და საზოგადოებისვის იმის დემონსტრირებაა, რომ ხშირად სწორედ თავად ქალებისგან მოდის დაინტერესება ისეთ „მასკულინურ“ პროფესიაზე, როგორიც სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობაა. „მომავალში ჩემი თავი თეგეტას ფორმაში წარმომიდგენია - თან მანქანები ძალიან მიყვარს და იმედია სერვისცენტრში ისეთი გარემო დამხვდება, რომელიც განვითარებაში დამეხმარება“ - ნინო წითლიძე, ტრენინგის მონაწილე „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ ტრენინგის ყველა მონაწილეს მათ წარმატებაზე ორიენტირებული გარემო რომ დახვდება, ამაზე კომპანიაა თავად პასუხისმგებელი. ქალთა გაძლიერების თემებს „თეგეტა მოტორსში“ ამაყად უჭერენ მხარს და აქტიური წვლილი შეაქვთ გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში. სწორედ ამიტომაც, ამ უპრეცენდენტო ინიციატივაში ჩართულ ხუთივე მონაწილეს „თეგეტა მოტორსი“ წარმატებას უსურვებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დიდ იმედს გამოთქვამს.

„ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით  ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეოტიპები და შედგა ფეხი კაცების სამყაროში“,- ამბობს ნათია ბერაშვილი. ნათია ბერაშვილი 20 წლისაა და სტერეოტიპების ნგრევა, როგორც სატვირთო ავტომობილის მომავალმა მექანიკოსმა  ქალმა, უკვე დაიწყო.  ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა,  ე.წ. მამაკაცების პროფესიულ სამყაროში შებიჯება ორი მიზეზით გადაწყვიტა: – პირველი, ...

Read More »

WISH.GE – ახალი სიტყვა ქართულ ელექტრონულ კომერციაში

ონლაინ კომერცია მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. სექტორის ზრდას პანდემიამ კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. ბუნებრივია, ამ პროცესს არ ჩამორჩა საქართველოც, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, არაერთი ონლაინ მაღაზია შეიქმნა. თუმცა, მათგან სულ რამდენიმეა, რომელიც მომხმარებლის რეალური ნდობა მოიპოვა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული და საინტერესო ონლაინ მაღაზიაა Wish.ge, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას, მაღალ ხარისხს და მისაღებ ფასს სთავაზობს. Wish.ge-მ საზოგადოებაში პოპულარობა ...

Read More »

ლევან სილაგავა – დღესდღეობით ფასები ძირსაა წამოსული – 2-3-4 თვე პურის ფასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მშვიდად ვიქნებით

დღესდღეობით ფასები ძირსაა წამოსული, ამას ხელს უწყობს ლარის კურსის სტაბილურობა, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა. 2-3-4 თვე პურის ფასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მშვიდად ვიქნებით, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკულუბში განაცხადა. როგორც სილაგავამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ხორბლის მოსავალი საკმაოდ ნორმალურია – 150 000 ტონას შეადგენს. „დღეისთვის ხორბლის მოსავლის აღება რუსეთში, უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებში ...

Read More »

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე „ბასკინ რობინსის“ ფილიალები გაიხსნა

„სოკარის“ მულტიფუნქციურ კომპლექსებზე, სხვა ობიექტებთან ერთად, ახლა უკვე „ბასკინ რობინსის“ ფილიალებიც დაგხვდებათ. ივლისიდან მგზავრებს თერჯოლასა და გორთან, ავტობანზე მდებარე „სოკარის“ კომპლექსებში სტუმრობისას ამერიკული ბრენდის ნაყინის დაგემოვნების საშუალება აქვთ. „ბასკინ რობინსი“ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს და მსოფლიოს მასშტაბით 8 000 კაფეს მოიცავს. კომპანია 1300-მდე სხვადასხვა გემოს ნაყინს სთავაზობს, მათ შორის, ვეგანურსაც. პროდუქცია არ შეიცავს გლუტეინს, მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის ...

Read More »

დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ სტრატეგიულ კომუნიკაციებს ლადო ციმაკურიძე უხელმძღვანელებს

დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ლადო ციმაკურიძემ ჩაიბარა. უძრავი ქონების მიმართულებით, მას რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 18-წლიანი კარიერის მანძილზე, მან იმუშავა მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გაყიდვების მიმართულებით ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა „ნაბეღლავი“, „სახალხო ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „უნისონი“, „პოპული“ და სხვ… ამჯერად, დეველოპერულ სფეროში მეღვინეობიდან გადმოინაცვლა და „მეღვინეობა ხარებას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის შემდეგ, „მეგა ჰოლდინგის“ გუნდს ...

Read More »

საქართველოს ბანკისა და MasterCard-ის cashback-ის განახლებული პირობა ბიზნესს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად მათ საჭიროებებზე  მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკი MasterCard-თან ერთად ბიზნესებს ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ის გაუმჯობესებულ პირობას სთავაზობს. რაც გულისხმობს იმას, რომ ივლისსა და აგვისტროს თვეში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 20%-ს ქეშბექის სახით, ციფრულ ბარათზევე  დაიბრუნებს. განახლებული პირობით ბიზნესს თვეში 400 ლარის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი განხორციელდება 5 სამუშაო ...

Read More »

ჩინური კომპანია “დონგფანგი” საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციას გეგმავს

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. შეხვედრაზე ნათია თურნავამ დეტალური ...

Read More »

,,ლარის გამყარება რომ არა, საწვავის ფასი 3-ლარიან ნიშნულს ნამდვილად გადასცდებოდა“

ლარის გამყარება რომ არა, საწვავის ფასი 3-ლარიან ნიშნულს ნამდვილად გადასცდებოდა – ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა. ვანო მთვრალაშვილის თქმით, მსოფლიო სანავთობე ბაზარზე მიმდინარე პროცესების გამო, დღეს საქართველოში საწვავზე ფასების სტაბილიზაცია რთული იქნება. ,,დღეს მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასთან მიმართებით რთული სიტუაცია და ცხადია, ეს აისახება საქართველოზეც. შარშან, გაზაფხულზე პანდემიის გავლენით დიდი კლება იყო ნავთობის ...

Read More »

თიბისიმ „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია მიიღო

თიბისი პირველი კომერციული ბანკია კავკასიის რეგიონში, რომელმაც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) აკრედიტაცია მიიღო. ამასთანავე, თიბისი ერთი-ერთია მსოფლიოში იმ ათი კომპანიიდან, რომლებსაც  წელს ეს პრესტიჟული სტატუსი მიენიჭათ. „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას და დააფინანსოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მიტიგაციის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი. ვამაყობთ, რომ  „კლიმატის მწვანე ფონდის“ მიერ აკრედიტებული პირველი კომერციული ბანკი ვართ კავკასიის ...

Read More »

“სისულელეებზე ფიქრისთვის ნაკლები დრო გვექნება” – ლაშა პაპაშვილი სამუშაო საათების ცვლილებაზე

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივას ჯანსაღს უწოდებს და აცხადებს, რომ კარგია, თუ  საჯარო სექტორი მუშაობას 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესმენის აზრით, ამას ბიზნესი  ინდივიდუალურად მოერგება. როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სამუშაო დღის ადრე დაწყება განსაკუთრებით კარგი და ეფექტური ზაფხულშია. „საქართველოში 6-7 თვე ზაფხულია, ამ პერიოდში მაინც შეიძლება სამუშაო ...

Read More »