Home » ბიზნესი (page 4)

ბიზნესი

„კრედო ბანკი“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100% წილის მფლობელი გახდა

„კრედო ბანკმა“ FINCA Microfinance Cooperatief U.A.-თან აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც იგი „ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100% წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ერკდოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ბანკის ცნობით, ტრანზაქცია სრულიად შეესაბამება კრედო ბანკის მისიას, უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისებით მომსახურება და ქმნის დიდი სინერგიის შესაძლებლობას. ამ ტრანზაქციის შედეგად, კრედო  ბანკი ხდება რიგით მეექვსე ბანკი ...

Read More »

ბაზისბანკმა BlueOrchard-ისგან 10 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი მოიზიდა

ბაზისბანკმა და მიკროსაფინანსო ფონდმა BlueOrchard, რომელსაც მართავს პოზიტიური განვითარების მიმართულებით ინვესტიციების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, BlueOrchard Finance Ltd, 2021 წლის 24 ივნისს გააფორმეს 10,000,000 ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულება, რათა ერთობლივი ძალებით დააკმაყოფილონ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო საჭიროებები და გააუმჯობესონ მათი წვდომა საკრედიტო რესურსებზე, რათა მათ, თავის მხრივ, მოახერხონ საკუთარი ბიზნესების გაფართოება და ქართულ  ბაზარზე შექმნან ახალი შესაძლებლობები. აღნიშნული მიმართულებით ...

Read More »

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ქართული, ხელნაკეთი შოკოლადი Ambience შეიქმნა

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, ამჯერად ბანკის დაფინანსებით შეიქმნა ყველაზე გემრიელი, ქართული, ხელნაკეთი შოკოლადი Ambience, რომელმაც მოკლე ვადაში დიდი მოწონება დაიმსახურა. „ჩვენი შოკოლადი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, განსხვავებული ფერისა და ფორმის შოკოლადებით, რომლის ნათელი ფერები და უგემრიელესი გემოების კომბინაცია, ქმნის ამბიენს შოკოლადს. ამ ყველაფრისთვის, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო  ვითიბი ბანკს გვერში დგომისა და მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა ...

Read More »

„გამჭვირვალობა და ენერგეტიკული ბირჟის პრობლემა დღეს ენერგოსექტორის მთავარი გამოწვევებია“ – გიორგი კაპანაძე

1-ლი ივლისიდან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, მთავრობის  შესაბამისი დადგენილების თანახმად, ბირჟის ამოქმედება 6 თვით, 1-ელ იანვრამდე გადავადდა. ბირჟის გარშემო განვითარებულმა პროცესმა საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია.  ეს პროცესი იმდენად ხმაურიანი გამოდგა, რომ სპეციალური საპარლამონტო მოსმენაც შედგა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტში. საკითხთან დაკავშირებით პოზიციები არაერთგვაროვანია – ბირჟის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ ბრწყინვალედ უძღვება საქმეს. ეკონომიკის სამინისტრო ამას ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა ...

Read More »

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა აიკრძალოს

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ კიდევ აპრილში წერდა. აღნიშნული ინიციატივა მაშინ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში იყო გაცხადებული. როგორც დოკუმენტში იყო აღნიშნული, გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მათ შორის, პარლამენტის დადგენილებაში საუბარია, იმაზე, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია ...

Read More »

“თამბაქოს რეგულაცია უნდა გავრცელდეს გახურებად თამბაქოზე, ამ საკითხზე უკან დახევა არ იქნება”

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე წინააღმდეგია, რომ თამბაქოს ახალ ნაწარმს, რეალიზაციის დროს, ლიბერალიზაცია შეეხოს. როგორც მან “ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციის გამარტივებაზე საკანონმდებლო წინადადება კონკრეტული ბიზნესის ინტერესებს ემსახურება. “ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება ახალი არ არის. ორწელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ეფექტური კანონი ძალაში შევიდა, მას შემდეგ ცდილობენ, დაარღვიონ ამ კანონის ძირითადი არსი და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. პირველად ეს ...

Read More »

ვითიბი ბანკი ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და  პირობებს ქმნის, რათა მომავალში , ქართული ბიზნესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მომხმარებლებზე ფიქრით და მათი სურვილების და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით, ბანკმა გადაწყვიტა, მოკლე ვიდეო ისტორიების მეშვეობით,საზოგადოებას მოუყვეს თუ როგორ იქმნებოდა წარმატებული ქართული ბიზნეს დარგები, რათა უფრო ...

Read More »

EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეშვიდედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. აღნიშნული დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელმაც პანდემიის პირობებში, გადამწყვეტი როლი შეასრულა რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2020 წელს რეკორდულ წლიურ მოცულობას ...

Read More »

„თიბისი“ – პროგრამა სტარტაპერის მონაწილე „სამბრელა“ მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის

პროგრამა სტარტაპერის მონაწილე „სამბრელა“ მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, “სამბრელა” 2019 წელს დაფუძნებული თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სტარტაპია. სტარტაპის მთავარი მიმართულება მობილური თამაშების განვითარებაა. კომპანიას ოთხი, განსხვავებული პროფესიული გამოცდილების დამფუძნებელი ჰყავს, რომლებიც სტარტაპის სხვადასხვა მიმართულებას უძღვებიან. „სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე ხაზს უსვამს „სამბრელას“ მიერ შექმნილი თამაშების სპეციფიკას, რომელიც სტარტაპის შექმნისთანავე განისაზღვრა. „კომპანიის დაფუძნების ...

Read More »

ხორცის წარმოების ზრდა 5 წელიწადშიც შესაძლებელია და მას 10 წელი არ სჭირდება – ბექა გონაშვილი

ხორცის წარმოების ზრდა 5 წელიწადშიც შესაძლებელია და მას 10 წელი არ სჭირდება – ამის შესახებ ფერმერმა ბექა გონაშვილმა პროგრამის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, სწორი პოლიტიკით შესაძლებელია, რომ ხორცის წარმოების ზრდა უმოკლეს დროში მოხდეს. „მე მიმაჩნია, რომ ხორცის წარმოების გაორმაგება შესაძლებელია არა 10 წელიწადში, არამედ 5 წელიწადშიც, რადგან ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ სხვადასხვა ...

Read More »