Home » ბიზნესი (page 326)

ბიზნესი

გერმანელი ბიზნესმენი ახალი ქართული ბრენდების შექმნას გეგმავს

გერმანელი ბიზნესმენები საქართველოში ბიზნესის დაწყების მთავარ მოტივატორად ბიზნესის დაწყების სიმარტივეს ასახელებენ. გაზეთი „ფაინენშალი” წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში გერმანიიდან საქართველოში 26 ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა და ეს მაჩვენებელი სამჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.  გერმანელი ბიზნესმენები ბოლფრან გრონი და ბრიჯიტ გრუბერი გაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ ბათუმის ძველ ბულვარში მდებარე კაფე „აჭარა“ 2015 წლის დასაწყისში გახსნეს და ინვესტიციის სახით 300 ათასი ...

Read More »

„გაზპრომი“ საქართველოში ბრუნდება

„გაზპრომი“ საქართველოში ბრუნდება

„გაზპრომი“ საქართველოში ბრუნდება – ამ სათაურით სტატიას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ აქვეყნებს და წერს, რომ რუსული ენერგოგიგანტი ქართულ მხარესთან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტისა და თბილისისთვის მიწოდების მოცულობის გაზრდის საკითხს განიხილავს. გამოცემის მონაცემებით, ტრანზიტის ზრდა რუსულ მონოპოლისტს სომხეთში რაზდანის თბოელექტროსადგურის დატვირთვისთვის ესაჭიროება, და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო, რომელსაც გაზს ძირითადად აზერბაიჯანი აწვდის,  SOCAR–ისგან ვერ იღებს დამატებით მოცულობებს მოპოვების პრობლემების გამო. გარიგების ...

Read More »

რომელი კომპანიები დაინტერესდნენ სამი წამყვანი კლინიკის რეკონსტრუქციით, დღეს გახდება ცნობილი

რომელი კომპანიები დაინტერესდნენ სამი წამყვანი კლინიკის რეკონსტრუქციით, დღეს გახდება ცნობილი

დღეს სრულდება წინასაკვალიფიკაციო შერჩევის ვადა, რომელიც საპარტნიორო ფონდმა სამი საავადმყოფოს ოპერირებასა და განვითარებისთვის გამოაცხადა. ეს სამი საავადმყოფოა: ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური).   ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენმა და რომელმა კომპანიებმა გამოხატეს აღნიშნულ შერჩევაში მონაწილეობის ინტერესი. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ეს ინფორმაცია დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.   შეგახსენებთ, რომ სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული 3 კლინიკა ...

Read More »

მძიმე მრეწველობაში მომუშავე მსხვილი ექსპორტიორები ერთ ასოციაციაში ერთიანდებიან

მძიმე მრეწველობაში მომუშავე მსხვილი ექსპორტიორები ერთ ასოციაციაში ერთიანდებიან

„რედისონ ბლუ ივერიამ“ ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის პრეზენტაციას უმასპინძლა. ასოციაციაში მძიმე მრეწველობაში მომუშავე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები გაერთიანდნენ, უკვე მიმდინარეობს სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების გაწევრიანების პროცესი. ახლად დაფუძნებული ასოციაციის მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში მსოფლიო სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, დარგში მომუშავე კომპანიების ინტერესების დაცვა, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, სფეროს განვითარებისთვის საჭირო პროფესიების პოპულარიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ...

Read More »

“ფრეგომ” საწვავზე ფასები შეამცირა

"ფრეგომ" საწვავზე ფასები შეამცირა

დღს კომპანია “ფრეგომ” ყველა ტიპის საწვავზე ფასები რამდენიმე თეთრით შეამცირა. შესაბამისად დღეიდან “ფრეგოში” ერთი ლიტრი პრემიუმის შეძენა 1.87 ლარად იქნება შესაძლებელი, რეგულარი 1.68 ლარი, ხოლო დიზელის ფასი 1.53 ლარამდე შემცირდა. სხვა ბრენდირებულ ბენზინ გასამართ სადგურებზე ფასები არ შეცვლილა.

Read More »

„იმედი L”-ის ყოფილი მფლობელები “საქართველოს ბანკსა” და “ალდაგს” კომპანიის მითვისებაში ადანაშაულებენ 

„იმედი L”-ის ყოფილი მფლობელები "საქართველოს ბანკსა" და "ალდაგს" კომპანიის მითვისებაში ადანაშაულებენ 

საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი L Int“ -ის ყოფილი მფლობელები სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მიმართ სასამართლო დავას იწყებენ. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, 2012 წელს „ალდაგის“ მიერ „იმედი ელის“ შესყიდვა არაადეკვატურად დაბალ ფასად მოხდა. გასხვისებიდან 3 წლის შემდეგ კომპანიის ყოფილი მფლობელები „იმედი L Int“-ის სამართლიანი საბაზრო ფასის ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა, თანხის ოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება. დამფუძნებლები განმარტავენ, რომ კომპანიის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლებელია, რადგანაც ...

Read More »

თბილისში მშრალი ნარევების საწარმო გაიხსნა

თბილისში მშრალი ნარევების საწარმო გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „კაპაროლ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორთან ბორის გამრეკელთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ალ. ქართველიშვილის ქ.N8-ში, „კაპაროლ ჯორჯიას“ მშრალი ნარევების საწარმო გახსნა. ეს არის თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპაში სერტიფიცირებული მშრალი მასალების – ცემენტის ბაზაზე დამზადებული წებოების, ბათქაშებისა და ფითხების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ყველა ევროპულ სტანდარტს პასუხობს და გარემოსთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში ახალი საწარმოს ...

Read More »

ნოდარ ხადური ახალი რეგულაციით უკმაყოფილო მეწარმეებთან შეხვედრაზე უარს ამბობს

ნოდარ ხადური ახალი რეგულაციით უკმაყოფილო მეწარმეებთან შეხვედრაზე უარს ამბობს

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართეს და მასთან შეხვედრა ითხოვეს. მეწარმეები უკვე 2 თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ ფინანსთა მინისტრთან და მთავრობის მეთაურთან შეხვედრას. ისინი აპროტესტებენ მინისტრის გადაწყვეტილებას უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების შესახებ და საკუთარი არგუმენტების ხელისუფლებისთვის გაცნობას ცდილობენ. „გვსურს კვლავ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა  თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა უშუალოდ და ამომწურავად გაგაცნოთ ჩვენი არგუმენტები და წინადადებები ამ საკითხის გარშემო. ...

Read More »

არაალკოჰოლური  სასმელების  მწარმოებელთა  ასოციაციის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

არაალკოჰოლური  სასმელების  მწარმოებელთა  ასოციაციის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონო პრემიერო, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები კატეგორიულად ვგმობთ 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას მარკირების თემაზე. ვფიქრობთ, მინისტრი ამ სახის კამპანიით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მისი გზავნილი, „მარკირება ხალხის საკეთილდღეოდ“ აბსოლუტურად ცინიკურია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ...

Read More »

დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს

დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს

სტიქიის ან სხვადასხვა შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს. შესაბამის საკითხს თბილისის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულ მეწარმეებს სესხის აღება 3 პროცენტში შეეძლებათ. “დღეს ვიხილავთ საკითხს, რომელიც შეეხება სტიქიით დაზარალებულ მეწარმეებს და აქ არ იგულისხმება მხოლოდ დედაქალაქში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მეწარმეები, არამედ საკითხი ეხება ზოგადად – ხანძრის, სახლის ...

Read More »