Home » ბიზნესი (page 3)

ბიზნესი

,,უპატრონო ბავშვთა სახლში რომ დატოვებ ბავშვს, ისეა დღეს ეკონომიკა და ბიზნესი”

ქვეყანას, დღის ბოლომდე ახალი მთავრობა ეყოლება. როგორ აფასებს ბიზნესი გარემოს, რომელშიც ღარიბაშვილის გუნდს მართვა მოუწევს, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ICR-ჯგუფი-ს დამფუძნებელმა ისაუბრა. კახა ხაზარაძის თქმით, ბიზნესი ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს პოლიტიკაში, თუმცა დღეს ეს ზღვარი გამქრალია. ,,კრიზისების სამკუთხედს, რომელშიც ვიმყოფებით, არ იქნება ურიგო ბერმუდის სამკუთხედი რომ დავარქვათ. გასული კვირის ბოლოს, ჩვენ ათი ასოციაციის სახელით მივმართეთ მთავრობას და იმჟამინდელ ...

Read More »

არჩილ კაიკაციშვილმა სამშენებლო ინდუსტრიაში პრეცედენტული დავა მოიგო – სამშენებლო კომპანია მილიონამდე ლარს აანაზღაურებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სამშენებლო ინდუსტრიაში სამართლებრივად ერთ-ერთი რთული დავა მოიგო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, რომლითაც სამშენებლო კომპანიას, ამხანაგობას და ამხანაგობის ცხრა წევრს პარტნიორი სამშენებლო კომპანიისთვის მოთხოვნილი 338,250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარიდან 215 220 აშშ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დაევალა. ორგანიზაცია, რეპუტაციული რისკის გამო, შეგნებულად არ ასახელებს პროცესის მონაწილე მხარეებს. საქმის მასალებით დადგენილია, ...

Read More »

ბიზნესი თუ არ ამუშავდა, საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი – შოთა ბურჯანაძე

ფინანსური ზარალი იმდენად კოლოსალურია, ვერ წარმოიდგენთ – 250 000 ადამიანი უმუშევარია, ბიზნესი თუ არ ამუშავდა, არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 10 000 კვების ობიექტიდან მხოლოდ 700-მდე მუშაობს და მათგან ღია სივრცე 10%-ს აქვს. მისივე თქმით, ყველა მათგანი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გახსნას ვერ ახერხებს. „ქვეყანაში ...

Read More »

„საშუალო და მცირე ბიზნესისადმი თანადგომა გახდება სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედი“

ეკონომიკის დაქოქვასა და ბიზნესის მხარდაჭერაში სახელმწიფოს როლი არის გადამწყვეტი, მით უმეტეს, კოვიდპანდემიის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა, ძირითადი თეზისების სახით გამოვყო ხედვის რამდენიმე ძირითადი დეტალი და ვთქვა, რომ ქვეყანაში ​ეკონომიკაცა და პოლიტიკაც უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი. თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ ვცხოვრობთ სტაბილურ გარემოში, სადაც მოულოდნელ და ...

Read More »

ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება – პაატა ბაირახტარი გახარიას გადადგომაზე

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება. როგორც ბაიარახტარი განმარტავს, თუ გადახვედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ბიზნესი სრულიად გაურკვეველი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ისედაც გაურკვევლობაშია. „ბიზნესს არავინ უხსნის თუ რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა. კერძო სექტორი ამის ახსნას, შემდეგ კი ეპიდემიოლოგებთან ერთად ეკონომიკური გუნდის ჩართულობით საუბარს, ითხოვს. ამას ვერ ...

Read More »

„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს წლის საუკეთესო SME ბანკირების სამეულში აირჩიეს

Efma-მ ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაციამ და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების სამეულში დასახელდა. „ნომინაციაში წლის საუკეთესო SME ბანკირი სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. თიბისის კონკურენციას უწევდნენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა, Barclays UK, Banco Itau Brazil, ...

Read More »

ჭყონია ბიზნესომბუდსმენის კანდიდატზე – შოთა ბურჯანაძე რომ დაასახელონ, არ იქნება ცუდი ვარიანტი

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თვლის, რომ ბიზნესომბუდსმენის კანდიდატი ასოციაციებიდან უნდა შეირჩეს და ბიზნეს გაერთიანებებმა თავიანთი კანდიდატი დროულად უნდა წარადგინონ. როგორც თემურ ჭყონიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის დღეს არსებული ფორმა არასწორია. „პრემიერმა ერთხელ უკვე თქვა დაასახელეთ სასურველი კანდიდატიო. ათჯერ ხომ არ იტყვის წარმოადგინეთ ვინმეო. ახლა ასოციაციებმა დროულად უნდა წარმოგვიდგინონ თავიანთი წინადადებები, რომელსაც სერიოზულად განვიხილავთ და ყველაფერი დალაგდება. თუ შერჩევა დროულად არ ...

Read More »

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ზამთრის საბურავებზე გაორმაგებულ ფასდაკლებას სთავაზობს

მიმდინარე კვირაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია უხვი ნალექი, მათ შორის დედაქალაქშიც, სადაც უკვე მოვიდა თოვლი. ამინდის გაუარესებასთან ერთად გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია, ავტომობილი შესაბამისად მომზადებული და გამართული გვყავდეს. თეგეტა მოტორსში 21 თებერვლის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს. აღნიშნული თარიღის ჩათვლით მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიძინონ ზამთრის საბურავები, აკუმულატორები, ზეთები და სერვისი გაორმაგებული, 20%-მდე, ფასდაკლებით.  Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს ზამთრის საბურავების შეძენისას დამატებით მიიღებთ უსასრულო ...

Read More »

JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა

ექსკავატორ-დამტვირთველების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა, კომპანია JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა, რომელიც ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი ძრავით არის აღჭურვილი. ახალი მოდელი გაუმჯობესებული კომფორტით, გამოყენების სიმარტივით, გაძლიერებული მწარმოებლურობით და გაუმჯობესებული სამუშაო პარამეტრებით გამოირჩევა. ასევე შემცირებულია მისი ფლობის ჯამური ღირებულება. ტექნიკური მახასიათებლები: გაუმჯობესებული კაბინა Command Plus. გაზრდილი უსაფრთხოება, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ LED-ციმციმას და  საფეხურების სანათებს. გაზრდილი სიმძლავრე –  3.0-ლიტრიანი ევრო-5 ...

Read More »

ბაზისბანკი Backbase–თან პარტნიორობით მომხმარებელს  ინოვაციურ ციფრულ პლატფორმას შესთავაზებს

ბაზისბანკი Backbase-ის საბანკო ურთიერთობის პლატფორმას ნერგავს, რათა შეცვალოს ადგილობრივი ბაზარი ინოვაციური შესაძლებლობების განვითარებით.  ბაზისბანკმა მსოფლიოს წამყვან საბანკო ინოვაციური ტექნოლოგიის მომწოდებელ ჰოლანდიურ კომპანია Backbase–სთან თანამშრომლობა დაიწყო. კომპანია, როგორც საუკეთესო, აღიარებულია  დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ.  Backbase-ის საბანკო ურთიერთობის პლატფორმით სარგებლობენ მსოფლიოში ისეთი ცნობილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Barclays, Citibank, Deutsche Bank. www.backbase.com აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბანკის ციფრულ გარდაქმნას და მომხმარებლებისათვის სრულიად ინდივიდუალური ...

Read More »