Home » ბიზნესი (page 22)

ბიზნესი

„ბილაინის” მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი “ბილაინი”, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის – NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ბილაინი“ ავრცელებს. NASA Space Apps 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელი Space Apps-ის ღონისძიება ონლაინ, 2-3 ოქტომბერს ჩატარდა და 28,286 მონაწილე ყავდა ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის ტემპის ვარდნასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის ტემპის ვარდნას და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სტატისტიკას საგანგაშოდ აფასებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოვიდპანდემიის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის ვარდნას თან დაერთო ახალი ტალღის დაწყება, რომელმაც საკმაოდ მაღალი ნიშნულებიდან აიღო სტარტი, რაც მეტად საგანგაშოა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის ...

Read More »

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის ჯგუფი – ვითიბი, ბიზნესის #1 ქომაგი

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის ჯგუფი – ვითიბი, ბიზნესის #1 ქომაგი ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარაში, განხორციელდა ჰოსპიტალ მედცენტრის ჯგუფის  რამოდენიმე კლინიკის დაფინანსება. სამედიცინო, დიაგნოსტიკური დანადგარების შეძენა, შენობა –  ნაგებობების კუთხით გაფართოება. ასევე, ბანკის სრული დაფინანსებით, 2021 წლის ბოლომდე, გაიხსნება ბირთვული მედიცინისა და დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ერთადერთი კლინიკა იქნება დასავლეთ საქართველოში, აღჭურვილი ...

Read More »

სტარტაპ კურსი – გზამკვლევი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის

სტარტაპის შექმნა და შენარჩუნება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათი ნაწილი პირველივე წელს იხურება, ხოლო ბაზარზე საკუთარ ადგილს პოულობენ ის სტარტაპები, რომლებიც მუდმივად სწავლობენ, უსმენენ მომხმარებელთა მაჯისცემას და ქმნიან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტებს ციფრული სამყაროსთვის. ესაა სფერო, სადაც სიახლეები არასდროს ილევა, სტარტაპის გაძლიერებისთვის კი ამ სიახლეებს მუდმივად უნდა ეძებდე. სწორედ ამ მიზნით — სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანების ცოდნის ასამაღლებლად და ...

Read More »

საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს  გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა

საქართველოს ბანკი პროექტ „მომავლის პროფესიების“ ფარგლებში იმ ადამიანების მხარდაჭერას აგრძელებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეცვლილი რეალობისა და დიდი გამოწვევების საპასუხოდ, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და  ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სურს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის – Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერი რამდენიმე თვის წინ გახდა. პარტნიორობის შედეგად YouTube არხმა უკვე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია.  ვიდეოების ნახვა შესაძლებელია ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ჯი ემ სი“ საქმიანობას აფართოვებს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო მხარდამჭერი,  აგრძელებს ბიზნესის წახალისებას. ამჯერად,  საქართველოს ბანკთან პარტნიორობით  „ჯი ემ სი“ მეტალის კონსტრუქციების, კერძოდ მშენებლობისათვის საჭირო სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებას იწყებს. კომპანია  გეგმავს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. პროექტის ჯამური ოდენობა  5 800 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ინვესტიცია კი   4 060 000 ლარს შეადგენს.     „მოხარული ვართ, რომ ჩვენს ახალ წამოწყებაში გვერდით გვიდგას  ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია.მოგეხსენებათ, რომ ,,ჯი ემ სი“ წარმოადგენს მაღალკვალიფიციური ...

Read More »

რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო – ბელა ბურძენიძის „ოფროუდ“ თავგადასავალი

ბელა ბურძენიძე მოყვარული ავტომრბოლელია, რომელიც ქალთა საერთაშორისო რალიზე, წელს, მესამედ ასპარეზობს. შეჯიბრი მათთვის არის, ვისაც ავტომობილი, „ოფროუდი“, წინაღობების გადალახვა, გზის გაკვლევა და მიუვალი ადგილების „დაპყრობა“ უყვარს. მათ შორის არის ბელაც. ბელა ბურძენიძეს თბილისში საკუთარი სამკერვალო სალონი და რამდენიმე პატარა საცხობი აქვს. ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ავტომობილს, თითქმის, 30 წელია მართავს. ავტომრბოლელობაზე არ ფიქრობდა, სანამ ერთ დღეს ქალთა საერთაშორისო ...

Read More »

„ჩემს რესტორნებში ვაქცინირებულებს ფასდაკლება აქვთ, ასევე, თანამშრომლებს ხელფასი აქვთ მომატებული“

„ჩემს რესტორნებში ვაქცინირებულებს ფასდაკლება აქვთ, ასევე, თანამშრომლებს ხელფასი აქვთ მომატებული“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  “მწვანე ზონაში” ჩართული რესტორნებისთვის ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები მოხსნას. „ამ ინიციატივას რომ ბევრი რესტორანი შეუერთდეს, ამიტომაც იყო ჩემი თხოვნა, რომ რესტორნებმა ბენეფიტები მიიღონ და თუ „მწვანე ზონაში“ ჩაერთვებიან, ის შეზღუდვები, რაც დღეს არსებობს, გარკვეულწილად მოესხნათ, ასევე, საშემოსავლო ...

Read More »

„მწვანე ზონა“ შესაძლებელს გახდის, მოვერიოთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც ვართ“ – „რესტორატორთა ასოციაცია“

„მწვანე ზონა“ შესაძლებელს გახდის, მოვერიოთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც ვართ”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძის განმარტებით, ობიექტის “მწვანე ზონად” გამოცხადება გულისხმობს იმას, რომ ასეთ დაწესებულებებში შესვლას ის პირები შეძლებენ, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან, ასევე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის შედეგად კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აქვთ, ან 6 ...

Read More »

2020 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 620 მილიონი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5860,9 მლნ. ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, აქედან უდიდესი ნაწილი, ანუ 76,6 პროცენტი მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 8,8 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,6 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2178,0 მლნ. ლარი ...

Read More »