Home » ბიზნესი (page 211)

ბიზნესი

H&M საქართველოში შემოდის

H&M საქართველოში შემოდის

მსოფლიოში ცნობილი შვედური ბრენდი H&M საქართველოში პირველ მაღაზიას 2017 წელს გახსნის. ამის შესახებ, ინფორმაცია მათ ოფიციალურ გვერდზე დღეს განთავსდა. მათივე ცნობით, დამატებითი ინფორმაცია დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი. ბრენდი მაღაზიების გახსნას, საქართველოს გარდა კოლუმბიაში, ისლანდიასა და ყაზახეთში გეგმავს.    

Read More »

შიდა ქართლში ხილ–ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

შიდა ქართლში ხილ–ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, იოსებ ოქრომელიძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გახსნეს. კომპანია ,,ჯეოკონცენტრატის“ საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში განხორციელდა 1200 000 ლარის ინვესტიცია, აქედან 650 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ...

Read More »

ჩინური კომპანიები ქართული ჩაის ინდუსტრიის განვითარებაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ

ჩინური კომპანიები ქართული ჩაის ინდუსტრიის განვითარებაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობით, ქართულ–ჩინური ურთიერთობა ჩაის ინდუსტრიის პერსპექტივებსაც შეისწავლის. ჩინელმა სპეციალისტებმა საქართველოში ჩაის მოყვანა მაისის თვეში, საპარტნიორო ფონდსა და ჩინურ კომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაწყებული პროექტის ფარგლებში დაიწყეს. საქართველოს ჩაის ინდუსტრიულ–კომერციული პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და ის ითვალისწინებს, როგორც საქართველოში ჩაის აღდგენა–რეაბილიტაციას, ისე მის შემდგომ განაშენიანებასა და გადამუშავებას. რეაბილიტირებულ ჩაის პლანტაციებში მოხვდება მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციები, თუმცა, ...

Read More »

უხარისხო საწვავი თუ მცირე კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია

უხარისხო საწვავი თუ მცირე კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ზოგიერთი არაბრენდული კომპანია უხარისხო საწვავს ყიდის. ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა “რადიო პალიტრას” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საწვავის ხარისზე ეჭვს ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს. „დღეს ბევრი ოპერატორი ოპერირებს, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პროდუქტი შემოდის და ხშირ შემთხვევაში იმაზეა საუბარი, რომ ეს პროდუქტი არასტანდარტულია. უხარისხო პროდუქტი არის იმის გარანტი, რომ ფასი შედარებით ნაკლები იქნება ან ზომა-წონაში მოგატყუებენ. ...

Read More »

თბილისში ხუთვასკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება

თბილისში ხუთვასკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება

თბილისში 2019 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება. იგი ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში განთავსდება. 200-ნომრიან სასტუმროში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი კონტრაქტი კორპორაცია „ჰილტონსა“ და კომპანია „გრანატს“ შორის დღეს გაფორმდა. კონტრაქტს ხელი მოაწერეს კორპორაცია “Hilton Worldwide”-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოლინიმ და კომპანია „Granat Georgia“-ს პრეზიდენტმა ელგუჯა ცინცაძემ. ხელმოწერის ცერემონიას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ...

Read More »

“სავინო” ღვინის ჩამომსხმელი პირველი ქართული აპარატის საზღვარგარეთ გატანას აპირებს

"სავინო" ღვინის ჩამომსხმელი პირველი ქართული აპარატის საზღვარგარეთ გატანას აპირებს

ქართული ღვინის ჩამოსასხმელი აპარატები საქათველოს შემდეგ უკრაინაში ბელორუსიასა და ყაზახეთში გამოჩნდება-ამის შესახებ კომპანია „სავინოს“ დირექტორმა გია თანდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასევე განიხლება ნორვეგიისა და ჩეხეთის ბაზრები. „მოთხოვნა აპარატებზე ძალიან დიდია. რაც შეეხება საქართველოს ჩვენი ჩამომსასხმელი აპარატი ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სახის ღვინოს აწარმოებს, მაგრამ ახალი წლის მერე თითო აპარატი სამი სახის ღვინოს ჩამოასხამს“-აცხადებს თანდაშვილი. მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე მათ კონკურენტი ...

Read More »

2017 წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება

2017 წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება

თანამედროვე მსოფლიოში ელექტრონული ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებს აშკარად ჩამოვრჩებით, თუმცა ეს ტენდენცია თანდათან საქართველოშიც იგრძნობა. ამჟამად საქართველოში 50-მდე ელექტრომობილია, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტროგასამართი სადგურები, რაც ელექტრომობილების მომრავლებას ყველაზე მეტად უშლის ხელს. როგორც ამ მანქანების მფლობელები ამბობენ, ელექტრომობილის ფასი 30 ათასი დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობს. ელექტრომობილი ტექნიკის უახლესი მიღწევაა, თუმცა ამ მანქანის ...

Read More »

კომპანია ნევადა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე სასტუმროს გახსნის

კომპანია ნევადა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე სასტუმროს გახსნის

კომპანია “ნევადა” განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე, “საქართველოს ფოსტის” ყოფილ შენობაში სასტუმროს გახსნის. კომპანიამ აუქციონზე უძრავი ქონება 5,75 მლნ ლარად შეიძინა. აუქციონზე 1 ლარად გამოტანილი ქონების ყიდვაზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა და რეკორდული ოდენობის  – 575 “ბიჯი” გაკეთდა. შენობა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის ფასადს სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები  თბილისის განვითარების ფონდის ეგიდით ჩაუტარდა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მინიმუმ 5 300 000 ლარის ინვესტიციის ...

Read More »

იმპორტიორები მთავრობას მომავალ წელს სიგარეტზე აქციზის 15-20 თეთრით მატებას სთავაზობენ

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობას 12 წლიანი გეგმა  შესთავაზეს და ახლა მათ მიერ შეთავაზების განხილვას ელიან. JTI Caucasus-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივა ხასია აღნიშნავს, რომ ეს  გეგმა სექტორს რისკებს ააცილებს, მათ შორის კონტრაბანდის გაზრდას. ხასია აღნიშნავს, რომ მომატებული კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად უმჯობესი იქნება, თუ მთავრობა აქციზის განაკვეთს მათ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით მოუმატებს. ამ გეგმის მიხედვით კი მომავალ წელს, აქციზის 15-20 თეთრით ზრდა ...

Read More »

Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეისებს ზრდის

Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეისებს ზრდის

Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის. „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან, Qatar Airways-ი თბილისიდან დოჰას მიმართულებით, კვირაში დამატებით 4 ავიარეისს შეასრულებს. გაერთიანების განმარტებით, ამჟამად არსებული რეისები კვირაში 7 სიხშირით, ბაქოს გავლით სრულდება. „დოჰას გავლით შეგიძლიათ გაემგზავროთ შემდეგი მიმართულებით: ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ჩიკაგო, ფილადელფია, ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ვაშინგტონი, ჰიუსტონი, ბუენოს აირესი, სან პაულუ და ა.შ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ...

Read More »