Home » ბიზნესი (page 21)

ბიზნესი

„თიბისი“ ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება. „თიბისის“ ცნობით, კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა და სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. მათი განმარტებით, გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. „მონაწილეები ბრიფს, 23 ოქტომბერს, ელექტრონულ ფორმატში მიიღებენ. თარიღები: 23.10 გუნდების ონლაინ დაბრიფვა 26.10 23:59-ზე ნამუშევრების ჩაბარება 28.10 LIVE შეხვდრა ჟიურისთან 29.10 საქართველოს 2 გამარჯვებული ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ,,ჩაროზი” როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა და სხვადასხვა ხილის ჩირებს სთავაზობს. პროექტის ჯამური ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს. საწარმოსთვის საჭირო ინვენტარისა და დანადგარების შესაძენად, „საქართველოს ბანკის“ მიერ 26,500 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე „ჩაროზი“ 5 ლოკაციაზეა ...

Read More »

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. ჰოსპიტალი წარმოადგენს საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Axel-მა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და „ანგელოზ ინვესტორების“ შეხვედრა გამართა

„საქართველოს ბანკი“ სტარტაპებისათვის საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის ჩართულობით ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული 15 მდე ინვესტორი ესტუმრა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. ინვესტორების დაინტერესება და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა. „ჩვენი მისიაა დავაჩქაროთ ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში ყველაზე ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ჯეო ქონსთრაქშენი“ საქმიანობას აფართოვებს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესპროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯეო ქონსთრაქშენი“ ახალ მიმართულებას ავითარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კომპანია წარმადობის ზრდას, წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. პროექტის ჯამური ღირებულება 690 000 ლარია. ის სრულად „საქართველოს ბანკის“ მხრიდან დაფინანსდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, არჩილ წიწვიანიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საწარმოს ...

Read More »

„თიბისი“, EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება

„თიბისი“, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება. „თიბისის“ ინფორმაციით, პლატფორმამ, EBRD-ის პარტნიორები – საბერძნეთის ეროვნული ბანკი (NBG) და „თიბისი“, პროგრამაში – „Preview Offering Program“ ჩართო, „თიბისი“ ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პროექტისთვის შეირჩა. „პროგრამის ფარგლებში, NBG-იმ და „თიბისიმ“, we.trade-ის წევრ ბანკთან – Nordea-სთან ერთად, სატესტო ტრანზაქციები განახორციელეს. სატესტო ტრანზაქციების ფარგლებში, პლატფორმაზე რამდენიმე წუთში გამზადდა ციფრული ხელშეკრულებები, რაც საბრუნავი კაპიტალის ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედის რაიონში ბუტიკ სასტუმრო გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტიორი, პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით ქედის რაიონში, მერისის თემში, „ეკო ჰაუს მერისმა“ კოტეჯები მოაწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 900,000 ლარს უტოლდება, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი  200,000 ლარია. „ეკო ჰაუს მერისი“ მაღალმთიან აჭარაში, ბათუმიდან 50 კმ. მოშორებით მდებარეობს. ბუტიკ სასტუმრო ამჟამად ინდივიდუალურ (2 ადგილიან) და უნივერსალ (4-6 ადგილიან) 6 კოტეჯს აერთიანებს და 20-30 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს. ...

Read More »

გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

მრავალმხრივი განვითარების ბანკმა (“MDB”) EBRD-მა 2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 8 ოქტომბერს დამატებით ორი, ლარში დენომინირებული ბონდი გამოუშვა. 92 მლნ და 93 მლნ ლარის ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR). დაფარვის ვადაა შესაბამისად ხუთი წელი, 3 წელი და 9 თვე. ტრანზაქცია EBRD-ის რიგით მეხუთე და მეექვსე წარმატებული, ლარში დენომინირებული ობლიგაციების  ემისიაა, რომელსაც ...

Read More »

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„ჯი ეს ემ ტრანსის“ გადამზიდავის პასუხისმგებლობას და ტვირთებს „ჯიპიაი ჰოლდინგი“  დააზღვევს. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჯი ეს ემ ტრანსი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. კომპანიებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა. პარტნიორობის ფარგლებში „ჯი ეს ემ ტრანსის“  გადამზიდავის პასუხისმგებლობას,  ტვირთებსა და კონტეინერებს  „ჯიპიაი ჰოლდინგი“  დააზღვევს. ჯი-ეს -ემ ტრანსი საქართველოში მოქმედი წამყვანი  სატრანსპორტო კომპანიაა,  რომელიც  აწარმოებს  ტვირთების   საერთაშორისო  გადაზიდვას  სახმელეთო და საზღვაო გზით.  15 წლიანი ...

Read More »

„საქართველოს ბანკი“ Global Finance-ის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, “Best SME Bank Awards 2022” ჯილდოს ფარგლებში საერთაშორისო გამოცემამ ბანკები ალგორითმის გამოყენებით, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრებისა და საჭიროებების ცოდნა, მრავალფეროვანი პროდუქტი და მომსახურება, ბაზრის მდგომარეობა და ინოვაციურობა. გამარჯვებულად ის ბანკები დასახელდნენ, ...

Read More »