Home » ბიზნესი (page 19)

ბიზნესი

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ახალი გამარჯვებული 26 წლის ლიკა კეშელავაა

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ახალი სტიპენდიანტი 26 წლის ლიკა კეშელავა გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. გამარჯვებული 2022 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ბერლინში, „Miami Ad School Europe“-ში „Art Direction“-ის 2 წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის. სტიპენდიის მფლობელი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ „საქართველოს ბანკისა“ და „Miami Ad School Europe“-ის წარმომადგენლები. ჟიურიმ გამარჯვებული კონკურსში მონაწილე 35 კანდიდატს შორის შეარჩია. „საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტი განათლების ...

Read More »

„ბაზისბანკმა“ სრულად აღადგინა პანდემიამდე არსებული კაპიტალის მოთხოვნები

2020 წლის დასაწყისში, COVID-19-ის გავრცელების შედეგად გაზრდილი საკრედიტო რისკების სამართავად და პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ფინანსური ეფექტების შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმის ფარგლებში,  კომერციულ ბანკებს  კაპიტალის ბუფერების გამოყენების უფლება მისცა. მოთხოვნის შემსუბუქება კომერციულ ბანკებზე ფინანსური სტრესით გამოწვეული ზარალების განეიტრალებასა და საზედამხედველო ტვირთის შემცირებას ემსახურებოდა, რამაც საშუალება მისცა ბანკებს, შეუფერხებლად გაეგრძელებინათ ეკონომიკის დაკრედიტება. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეღავათების ეტაპობრივი აღდგენა 2023 ...

Read More »

ვითიბი ბანკის ახალი, განახლებული ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის

დღეიდან,  ვითიბი ბანკში, იურიდიული პირები, შეძლებენ ახალი, ბევრად მოსახერხებელი ფუნქციონალის ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობას . ახალი ინტერნეტ ბანკი ხელმისაწვდომია ბმულზე https://beta.vtb.ge, მობილური აპლიკაცია VTB Mobile-ს  გადმოწერა შესაძლებელია  Google Play ან App Store მარკეტიდან. ახალი ინტერნეტ ბანკიდან მომხმარებელი შეძლებს ღია ბანკინგით სარგებლობას, რაც გულისხმობს ვითიბი ბანკში გახსნილი ანგარიშების გაზიარებას სხვა ბანკების ინტერნეტ ბანკში და მობაილ ბანკის აპლიკაციაში. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს , ...

Read More »

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ მაღაზიებს „ბრიკის“ PowerBank-ები დაემატა

„სოკარი“ ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ქვეყნის მასშტაბით 7 სადგურზე მისულ სტუმრებს შვედური კომპანიის, „ბრიკის“ Power Bank-ები დახვდებათ. „ბრიკს“ რამდენიმე სხვადასხვანაირი კაბელი მოჰყვება, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ტიპის ტელეფონის დატენვას შეძლებთ. „ბრიკი“- ის ფაუერბანკი მისი აპარატიდან QR კოდის დასკანერების მეშვეობით უნდა გაააქტიუროთ. „სოკარის“ მომხმარებლებისთვის, 30 წუთის განმავლობაში დამტენით სარგებლობა უფასოა. შემდეგ, 1 საათის ღირებულება 3 ლარი ხდება, 2 ...

Read More »

ნათია თურნავამ „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში სამედიცინო ჟანგბადით საავადმყოფოების მომარაგებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს სს „რუსთავის აზოტს“ ესტუმრა. საწარმოში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა და გაესაუბრა. მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებმაც საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოება დაიწყეს და ამგვარად უზრუნველყვეს სამედიცინო სექტორი და შესაბამისად, მოსახლეობა დაავადებასთან ბრძოლისას ამ აუცილებელი კომპონენტით. კოვიდ-პანდემიის პერიოდში აქტიური თანამშრომლობისთვის ...

Read More »

„საქართველოს ბანკმა“ გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის 2 ჯილდო მიიღო

„საქართველოს ბანკი“, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. “ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2021”-ის ფარგლებში, ბანკს ჯილდო ორ ნომინაციაში – “ხარისხიანი განათლება” და “ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა” გადაეცა. მათი ინფორმაციით, ჯილდო ქართულ ბაზარზე მოქმედ ისეთ პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ კომპანიებს ცნობს, რომელთა საქმიანობაც მიზნად მდგრად განვითარებას ისახავს და როგორც კომპანიისთვის, ...

Read More »

„ვითიბი“ და „მგზავრები“ საზოგადოებას ერთობლივ პროექტს სთავაზობს

„ვითიბის“ და „მგზავრებს“ საზოგადოებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეთავაზება ეხება „მგზავრების“ და „ჰოუმმეიდის“ ერთობლივ პროექტს – „მგზავრების“ უბანი საგურამოში. „დღეიდან, ნებისმიერი პირი, „ვითიბის“ გამარტივებული იპოთეკური სესხით, შეძლებს შეიძინოს სახლი საგურამოს კომპლექსში, განსაკუთრებულ ფასად – 59,000$-დან. კომპლექსი მოიცავს: 5 ჰა დაცულ ტერიტორიას, 140 სახლს ინდივიდუალური ეზოთი, აუზს (20*25მ), საბავშვო აუზს, რესტორანს, სარეკრეაციო ზონას, საბავშვო გასართობ ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის შემდგომი განვითარების მიზნით მათ მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია „ლევანტო“ გაფართოვდა. კომპანიამ ქუთაისში ახალი სავაჭრო ობიექტები და საბითუმო ნედლეულის მაღაზია გახსნა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „ლევანტო“ პროდუქციის რეალიზაციას უკვე ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც ახდენს, რაც მას გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი 200,000 ევროს შეადგენს. თანხა ასევე საბრუნავი საშუალებების ...

Read More »

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ – ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა ბიზნესის აქტიური ჩართულობით წარიმართება

ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენის შესაძლებლობაზე იმსჯელეს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“, ბიზნეს ასოციაციის წევრმა და მოწვეულმა კომპანიებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იმუშაოს ისეთ მარეგულირებელ ნორმებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თითოეული მოქალაქის ...

Read More »

სოფელ რუხში ნახშირის საწარმო გაიხსნა

,,საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ-საქართველომ“ და USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში“  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ რუხში ნახშირის საწარმო გახსნეს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში,  „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმო,  „ეკო ტექნოლოჯი“ გაიხსნა, რომელიც  თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოებას გულისხმობს და ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს. საწარმო ოფიციალურად ...

Read More »