Home » ბიზნესი (page 170)

ბიზნესი

კანადელი ბიზნესმენი ბახმაროში ინვესტიციის განხორციელებას და სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს

კანადელი ბიზნესმენი ბახმაროში ინვესტიციის განხორციელებას და სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს

კანადელი ბიზნესმენი ვადიმ მალიშევი კურორტ ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს და ამ მიზნით ის გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს შეხვდა. ინვესტორის კონცეფცია კურორტზე კოტეჯების აშენებას გულისხმობს, სადაც დამსვენებლებს ექნებათ ოჯახურ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. „მსურს ბახმაროში ავაშენო კოტეჯის ტიპის სახლები, სადაც დამსვენებლებს მასპინძლობას ოჯახები გაუწევენ. ყველა კოტეჯში წარმოდგინილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეთნოსი და სტუმარმასპინძლობის თავისებურებანი. ვაწარმოებ მოლაპარაკებას ეკონომიკის სამინისტროსთან უძრავი ქონების ...

Read More »

“მაკდონალდს საქართველომ” მარკეტინგული სტრატეგიისთვის ჯილდო დაიმსახურა

“მაკდონალდს საქართველომ” მარკეტინგული სტრატეგიისთვის ჯილდო დაიმსახურა

მაკდონალდსის მარკეტინგის დეპარტამეტის ხელმძღვანელი მარიამ ჭანტურია და მისი გუნდი 86 მონაწილეთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. პირველი საპატიო ადგილი მარიამ ჭანტურიას გუნდმა მიუნხენში „მაკდონალდსის“ საერთაშორისო workshop-ზე  მოიპოვა. ერთკვირიანი workshop-ი ივნისში “Worldwide Hamburger Marketing University”-ში იმართებოდა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით 40-მდე ქვეყნის მაკდონალდსის 86 მარკეტინგის მენეჯერი მონაწილეობდა. Workshop-ის ფარგლებში გუნდებს დაევალათ სამ დღე-ღამეში მარკეტინგული გეგმის შედგენა, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა მაკდონალდსის წამყვანმა სენიორ მენეჯერებმა განიხილეს ...

Read More »

თიბისი ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

თიბისი ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

თიბისი  ბანკსა და აზერბაიჯანულ ბანკს – „ნიკოილს“  შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. ბანკებს შორის პარტნიორობა შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს: აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების თანხმობის შედეგად, თიბისი კრედიტისა და „ნიკოილის“ გაერთიანების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თიბისი ბანკი იქნება  „ნიკოილ ბანკის“  დაახლოებით 10% წილის მფლობელი; თიბისი ბანკი წარმოდგენილი იქნება “ნიკოილ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში და  „ნიკოილ ბანკის“ მენეჯმენტთან ერთად გადამწყვეტ როლს ითამაშებს კომპანიის სამომავლო განვითარებაში. თიბისი ბანკი გეგმავს საქართველოს საბანკო სექტორში ...

Read More »

“ბანკებთან დაკავშირებით ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან”

"ბანკებთან დაკავშირებით ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან"

ბანკებთან დაკავშირებით ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, – ამის შესახებ ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა. ჭიჭინაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა იმას, რაზეც გუშინ პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. “ბანკებთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა გიორგი კვირიკაშვილთან. მაშინაც იყო მუქარა, რომ თუკი უმრავლესობა ...

Read More »

„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს” აქციონერთა კრებამ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების და შესაბამისი მომართვის საფუძველზე მომზადებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, ლიკვიდაციის პროცესში სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო” არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება. საქართველოს ეროვნული ბანკის ...

Read More »

„მეტრა დეველოპმენტი“  მათივე კომპლექსის – „მეტრა პარკის“ უკვე არსებული მობინადრეების ინტერესების გათვალისწინებას არ აპირებს

„მეტრა დეველოპმენტი“  მათივე კომპლექსის – „მეტრა პარკის“ უკვე არსებული მობინადრეების ინტერესების გათვალისწინებას არ აპირებს

„ბანკები და ფინანსები“ აგრძელებს თბილისში, ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ სახოვრებელი კომპლექსთან დაკავშირებულ ვითარებაზე დაკვირვებას, სადაც უკვე არსებული მობინადრეები ეწინააღმდეგებიან თავიანთივე დეველოპერის სურვილს, რომელიც კომპლექსის შემდგომ განაშენიანებას სამი მრავალსართულიანი და მრავალბინიანი კორპუსის  მშნებელობით გეგმავს. მობინადრეების მოთხოვნაა, „მეტრა დეველოპმენტმა“ მათი საცხოვრებელი ბინების უშუალო სიახლოვეს ახალი მასშტაბური საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის განზრახვაზე ხელი აიღოს. მობინადრეების და მათი ადვოკატის განცხადებით, ეს მშენებლობა მათ კანონიერ ...

Read More »

ტაქსის მანქანების ფერზე შეზღუდვები დაწესდება

ტაქსის მანქანების ფერზე შეზღუდვები დაწესდება

2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის ტაქსის მანქანების შეზღუდვაზე, – ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული რეგულაციების მიზანი მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლად შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. მერიის ...

Read More »

პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი

პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი

პირამიდული ბიზნესის ჩამოშლის ტენდენცია გრძელდება. საფინანსო კომპანია “საქართველოს”, “ემეფიქს ბროკერ ჯორჯიასა” და რამდენიმე მსგავსი კომპანიის თაღლითური სქემების გაშიფვრის შემდეგ მეანაბრეები თანხების მითვისებაში “ეფიქს ბიზნეს გრუპს” ადანაშაულებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პროცესი ამით არ შეჩერდება და აღნიშნული კომპანიების გზას სხვებიც დაადგებიან. კიდევ გამოჩნდებიან ფირმები, რომლებიც მომხმარებლების მიმართ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ. დიდი ალბათობით, “პირამიდა ბიზნესის” ბედს ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც გაიზიარებს, რაზეც ფინანსურ ...

Read More »

საქართველოს მთავრობამ „სოკარ ჯორჯია გაზს“ გაზსადენები მიყიდა

საქართველოს მთავრობამ „სოკარ ჯორჯია გაზს“ გაზსადენები მიყიდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს“ 21.3 მილიონი ლარის ღირებულების გაზსადენები გადაეცა. გაზსადენები განლაგებულია კასპის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ახმეტის, გარდაბნის, ზესტაფონის, ოზურგეთისა და ონის მუნიციპალიტეტებში. „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საპრივატიზაციო თანხის ნაწილი (არანაკლებ 8.52 მილიონი ლარისა) 36 თვის ვადაში უნდა დაფაროს, დარჩენილი თანხა კი 48 თვის ვადაში. სახელმწიფო ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ფორმით განხორციელდა. 16 ივლისით დათარიღებულ განკარგულებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.

Read More »

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებენ. ბიზნესმენების კუთვნილი „ვაზისუბნის მამული“ საწარმოს ასაშენებლად სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიამ, სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე, საინვესტიციო პირობებით, 84 000 ლარად იყიდა. უკვე ცნობილია, რომ საწარმო ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ...

Read More »