Home » ბიზნესი (page 17)

ბიზნესი

BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის პირობებს გაეცნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან ბუღაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ და გააცნეს ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც 2022 წლის 1-ლი მარტიდან ის მეწარმე სუბიექტები, ვისაც ექნებათ საგადასახადო დავალიანება 50 000 ლარი და მეტი (და ფლობენ  არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს), სპეციალური წესის სტატუსის გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში ...

Read More »

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ვაინ გარდსის“ ღვინო ექსპორტზე გავიდა

„საქართველოს ბანკი“ ღვინის სექტორის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, 1 მლნ. ლარის ინვესტიციით, „ვაინ გარდსმა“ ღვინის წარმოება გააფართოვა და საექსპორტო ბაზარზე წარმატებით შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე „ვაინ გარდსი“ რქაწითელის, ქისის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ 10-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომლის წლიური რეალიზაციაც, საშუალოდ 50 ტონას აჭარბებს. „ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ხარისხიანი ...

Read More »

„თიბისის“ ბიზნეს განათლების პროგრამა – თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

თიბისი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარების და მათი მხარდაჭერის მიზნით 2013 წლიდან ყველაზე მასშტაბურ განათლების პროგრამას სთავაზობს, რომლის მთავარი მიზანი ბიზნესების უწყვეტი განვითარებისთვის ზრუნვაა. ბიზნეს ნაკრების გამომწერებს კი უკვე მე-3 წელია პროფესიულ სასწავლო კურსებს აქტიურად სთავაზობს, რომლებიც მომხმარებელს საფუძვლიან ცოდნას აძლევს ბიზნესთან დაკავშირებულ ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, ბრენდინგი, ადამიანური რესურსები, ტექნოლოგიები და სხვა. კურსები მუდმივად ახლდება და ...

Read More »

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით საოჯახო სასტუმრო „შოვი აპოლონი“ ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, შოვში საოჯახო სასტუმრო „აპოლონი“ ფართოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. „თავდაპირველად, ბიზნესი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დავიწყეთ. შემდეგ, გაგვიჩნდა სურვილი, კიდევ უფრო გავფართოებულიყავით. ამ მიზნით, დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და პარტნიორობის ფარგლებში განვავითარეთ ბიზნესი. დღეს ჩვენი საქმიანობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში და კურორტ შოვში, 2 საოჯახო ტიპის სასტუმროსა და 4 კოტეჯს აერთიანებს ...

Read More »

„თიბისი“ მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორი გახდა

„თიბისი“ მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორია. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამიერიდან, ამერიკული კომპანია „თიბისის“ API-ეკოსისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩაერთვება და საკუთარ მძლავრ ტექნოლოგიურ რესურსს, ექსპერტულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას „თიბისის“ მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებისაკენ მიმართავს. Kong-ის პლატფორმის დანერგვა „თიბისის“ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილია. შეთანხმების საფუძველზე, კომპანია თიბისის API Gateway-პლატფორმას შესთავაზებს. ამასთანავე, ახალ პლატფორმაზე მიგრაციისას, Kong-ი ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“ საქმიანობას ავითარებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“, საქმიანობას ავითარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანია 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. „Snacky“-ის პროდუქციის ყოველდღიური რეალიზაცია 2 ტონას აჭარბებს. ამასთან, პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. „Snacky “მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს. „Snacky“-ის ...

Read More »

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით „თიბისი“ მეწარმეებს კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით „თიბისი“ მეწარმეებს კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს. თქვენ უკვე შეგიძლიათ „თიბისის“ 50 ფილიალში დაარეგისტრიროთ კომპანია, რაშიც ბიზნეს გიდი დაგეხმარებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროცესი საკმაოდ მარტივია და ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგარიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების განხორციელება. „თიბისის“ ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ ...

Read More »

„თეგეტას“ ახალი სიტყვა სარკინიგზო გადაზიდვებში

პანდემია ახალი დაწყებული იყო და ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებდა, როდესაც ქალაქ სიანიდან ბლოკმატარებელი დაიძრა. ჩინეთიდან საქართველოში ბლოკმატარებლის ინტერკონტინენტური სარკინიგზო გადაზიდვა პირველად „თეგეტამ“ განახორციელა, მარშრუტით: სიანი-თბილისი. სკეპტიკოსების არასასურველი პროგნოზების მიუხედავად, 21 დღეში ტვირთი თბილისში ჩამოვიდა. თეგეტა ჯგუფის იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულების კომერციული დირექტორი, თორნიკე ჩახვაშვილი 2022-ის გეგმებზე საუბრის დაწყებამდე, 2 წლის წინანდელ მარშრუტს სიამაყით იხსენებს და ამბობს, რომ სარკინიგზო ...

Read More »

„თიბისი“ გუნდის ახალ წევრებს ეძებს

„თიბისი“ ახალ წევრებს, როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. „თიბისი“ ახალ წევრებს სთავაზობს თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს გამორჩეული დიზაინით და რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს. „თიბისის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორის გვანცა მურღვლიანის თქმით, „თიბისში“ ყველას ეძლევა საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე ...

Read More »

„თიბისი“ სპეციალურად ახალი თაობის ანტრეპრენერებისთვის ახალ ინიციატივებს ახორციელებს

„Z x სტარტაპერი“ – ასე ჰქვია ინიციატივების ერთობლიობას, რომელსაც „თიბისი“ სპეციალურად ახალი თაობის ანტრეპრენერებისთვის, პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში ახორციელებს. „თიბისის“ ცნობით, „Z x სტარტაპერი“ Z თაობის სტარტაპერებისთვის ბიზნესის წამოწყების და განვითარების გამარტივებას და მათი საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. „ახალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის სტრატეგიის მნიშვენლოვანი ნაწილია. გვინდა, ქვეყანაში უმცროსი თაობის ანტრეპრენერებს ბიზნესის წამოწყების და განვითარების შესაძლებლობა გავუმარტივოთ და ...

Read More »