Home » ბიზნესი (page 16)

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“ საქმიანობას ავითარებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“, საქმიანობას ავითარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანია 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. „Snacky“-ის პროდუქციის ყოველდღიური რეალიზაცია 2 ტონას აჭარბებს. ამასთან, პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. „Snacky “მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს. „Snacky“-ის ...

Read More »

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით „თიბისი“ მეწარმეებს კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით „თიბისი“ მეწარმეებს კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს. თქვენ უკვე შეგიძლიათ „თიბისის“ 50 ფილიალში დაარეგისტრიროთ კომპანია, რაშიც ბიზნეს გიდი დაგეხმარებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროცესი საკმაოდ მარტივია და ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგარიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების განხორციელება. „თიბისის“ ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ ...

Read More »

„თეგეტას“ ახალი სიტყვა სარკინიგზო გადაზიდვებში

პანდემია ახალი დაწყებული იყო და ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებდა, როდესაც ქალაქ სიანიდან ბლოკმატარებელი დაიძრა. ჩინეთიდან საქართველოში ბლოკმატარებლის ინტერკონტინენტური სარკინიგზო გადაზიდვა პირველად „თეგეტამ“ განახორციელა, მარშრუტით: სიანი-თბილისი. სკეპტიკოსების არასასურველი პროგნოზების მიუხედავად, 21 დღეში ტვირთი თბილისში ჩამოვიდა. თეგეტა ჯგუფის იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულების კომერციული დირექტორი, თორნიკე ჩახვაშვილი 2022-ის გეგმებზე საუბრის დაწყებამდე, 2 წლის წინანდელ მარშრუტს სიამაყით იხსენებს და ამბობს, რომ სარკინიგზო ...

Read More »

„თიბისი“ გუნდის ახალ წევრებს ეძებს

„თიბისი“ ახალ წევრებს, როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. „თიბისი“ ახალ წევრებს სთავაზობს თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს გამორჩეული დიზაინით და რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს. „თიბისის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორის გვანცა მურღვლიანის თქმით, „თიბისში“ ყველას ეძლევა საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე ...

Read More »

„თიბისი“ სპეციალურად ახალი თაობის ანტრეპრენერებისთვის ახალ ინიციატივებს ახორციელებს

„Z x სტარტაპერი“ – ასე ჰქვია ინიციატივების ერთობლიობას, რომელსაც „თიბისი“ სპეციალურად ახალი თაობის ანტრეპრენერებისთვის, პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში ახორციელებს. „თიბისის“ ცნობით, „Z x სტარტაპერი“ Z თაობის სტარტაპერებისთვის ბიზნესის წამოწყების და განვითარების გამარტივებას და მათი საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. „ახალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის სტრატეგიის მნიშვენლოვანი ნაწილია. გვინდა, ქვეყანაში უმცროსი თაობის ანტრეპრენერებს ბიზნესის წამოწყების და განვითარების შესაძლებლობა გავუმარტივოთ და ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მადერა ჯორჯია“ ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს აშენებს

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების მიზნით, პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ხის ავეჯის, დეკორატიული პანელებისა და ხის მასიური დეტალების საწარმო „მადერა ჯორჯია“ განვითარებას აქტიურად აგრძელებს. კომპანია სულ მალე, ახალი საწარმოდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, „მადერა ჯორჯიას“ საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისა და საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით, „საქართველოს ბანკის“ მიერ 2.19 მილიონამდე ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ...

Read More »

„თიბისი“ ბიზნესს სპეციალურად მათთვის შექმნილ ციფრულ ბანკს სთავაზობს

„თიბისი“ ბიზნესს სპეციალურად მათთვის შექმნილ ციფრულ ბანკს სთავაზობს, რომელიც ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს აპით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვას. „თიბისის“ ინფორმაციით, ბიზნეს აპი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად განახლებადია, ახალი ფუნქციონალები კი იმისთვის იქმნება, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს ბიზნესს საქმიანობა. ასეთია SWIFT გადარიცხვები, მისი მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ გადარიცხონ თანხა ...

Read More »

„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით „ლურჯი ველი“ მოცვის წარმოებას აფართოებს

“საქართველოს ბანკი” ბიზნესის გაძლიერებას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ლურჯი ველის“ პარტნიორობით კიდევ ერთი ახალი ადგილობრივი პროექტი ხორციელდება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 1,6 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციით, ლურჯი მოცვის მწარმოებელი ერთგვარი სათბურის-მაღალი გვირაბების პროექტის განხორციელებას იწყებს. მისი მეშვეობით, ერთის მხრივ, კომპანია მოსავლის აღებას უფრო ადრე შეძლებს, ხოლო მეორეს მხრივ, მოსავალი დაცული იქნება შესაძლო უამინდობისაგან. მათივე ცნობით, კომპანია „ლურჯი ველი“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. ...

Read More »

„თიბისის” ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებები შევიდა

„თიბისის” ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებები შევიდა, კომპანიაში ახალი როლი – CX (მომხმარებლის გამოცდილების) პარტნიორები გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, CX პარტნიორები ყველაზე ემპათიური, მომხმარებელზე ორიენტირებული და ინტუიტიური როლია „თიბისიში“. მათი ფუნქციაა ადამიანების თვალით დანახული, აღქმული და წარმოდგენილი პროცესების გააზრება. ისინი სხვადასხვა არხიდან აგროვებენ უკუკავშირს, თხოვნებს, მოთხოვნებს და მათ სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფენ. ამ როლის ამოცანაა, დაეხმაროს თიბისის გუნდის წევრებს, ...

Read More »

„თიბისი კონცეპტი“ და რადიო GIPA ყოველკვირეული პოდკასტების სერიას წარმოადგენენ

„თიბისი კონცეპტი“ და რადიო GIPA წარმოგიდგენთ ყოველკვირეული პოდკასტების სერიას, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ცნობით, „თიბისი კონცეპტისა“ და რადიო GIPA-ს ახალი ინიციატივის მიზანია მომხმარებლებსა და მსმენელებს მეტი დრო დარჩეთ მათთვის საინტერესო შემეცნებითი მიმართულებებისთვის. „რადიო GIPA ორენოვანი რადიო პლატფორმაა, რომელიც FM სიხშირისა (94.3) და მის ბაზაზე არსებული სხვა ციფრული არხების მეშვეობით, გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ქართულ და ინგლისურ ენებზე შემეცნებით, ...

Read More »