Home » ბიზნესი (page 14)

ბიზნესი

მარიამ ასათიანი: საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვა უნდა აიკრძალოს

კომპანია „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ  ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული და  გააქტიურებული სურვილი იმისა, რომ საქართველოში გადმოვიდნენ და აქ უძრავი ქონება შეიძინონ, ეს საფრთხილოა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს ის ბერკეტი, რითიც შეეძლება გაანეიტრალოს ის საფრთხე, რასაც შეიძლება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ან მათი მხრიდან უძრავი ქონების შეძენა  შეიცავდეს. როგორც ასათიანი აცხადებს, ეს ბერკეტი დიდი ...

Read More »

„ბორჯომი“ სანქციების ქვეშ მოექცა – ესტონეთმა მისი გაყიდვა აკრძალა

„პოპულარული მინერალური წყალი „ბორჯომი“ აღიარებულია, როგორც რუსული და ესტონეთის მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია“, – ამის შესახებ იუწყება Delfi. საცალო ქსელ Maxima Eesti-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ტიინა შაპელის თქმით, ქართული მინერალური წყლის ბორჯომის წარმოება ეკუთვნის რუსულ კომპანია Alfa Group-ს, რომელიც ევროპული სანქციების ქვეშ მოექცა. ასევე აღნიშნულია, რომ პროდუქტს თაროებიდან იღებს ქვეყნის სხვა დიდი ქსელური მაღაზიებიც. პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე დღე ...

Read More »

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, „თიბისის“ ფონდს The Body Shop და Afflelou Paris უერთდებიან

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, „თიბისის“ ინიციატივას თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებების ბრიტანული ვეგანური ბრენდი – The BODY SHOP და საერთაშორისო ოპტიკური ქსელი – Afflelou Paris შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიები „თიბისის“ საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციის შემოსავლის 2%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 2 მარტიდან შეძენილი პროდუქციის 2% დახმარების ფონდში გადაირიცხება. „ფონდის ანგარიში „თიბისიმ“ ადგილობრივი ...

Read More »

“ანაგი ჯგუფმა” უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა

“ანაგი ჯგუფმა” უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა. საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ “ანაგი ჯგუფის” თანამშრომლებიც, რომლებმაც შეგროვილი თანხით დახმარება გაუწიეს საქართველოში დარჩენილ უკრაინის 200-მდე მოქალაქეს.

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკრაინის დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. „უკრაინისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მორალური ასევე ფინანსური მხარდაჭერა; აქედან გამომდინარე ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყვიტა 100 000 ლარის ოდენობით ფულადი დონაცია განეხორციელებინა. ამ გზით ვეცადეთ თანადგომა გამოგვეხატა ჩვენი უკრაინელი ძმებისა და მათი ოჯახებისადმი. გვინდა მადლობა ...

Read More »

რკინიგზა: უკრაინის მოქალაქეები ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ

“საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ. მგზავრობის საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ბილეთის მისაღებად უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი. მშვიდობასა და მშვიდობიან მგზავრობას ვუსურვებთ მათ”,- წერია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Read More »

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები თიბისი დაზღვევისგან ჯანმრთელობის დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი დაზღვევა, კლინიკა “რეიმანთან” ერთად, მხარს უჭერს უკრაინელებს. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა “რეიმანი” გაუწევს. სადაზღვევო პოლისი მოიცავს ყველა იმ დაფარვას, რომელსაც თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს + სრული ამბოლატორიული მომსახურება კლინიკა “რეიმანისგან”: სასწრაფო დახმარება გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია (მხოლოდ კლინიკა “რეიმანში”) გადაუდებელი ჰოსპიტალური ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონში ერთვება და ბიზნესს აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად ერთვება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და წითელი ჯვრის საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში „ჩვენ უკრაინისთვის“ და მოუწოდებს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ზოგადად, ბიზნეს სექტორს ზემოხსენებულ მარათონში აქტიური მონაწილეობისკენ, რომელიც უკრაინისა და მისი მოსახლეობის დასახმარებლად 1 მარტს 22 საათზე იმართება. „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მოძმე უკრაინელების დასახმარებლად, რადგან ამ უმძიმეს წუთებში მათ განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა, გამხნევება ...

Read More »

სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ქალების ენერგეტიკაში გაძლიერების  საკითხებზე ADB-ს პირველ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, მაია მელიქიძე სიტყვით წარდგება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ პირველ ღონისძიებაზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ქალთა გაძლიერების  საკითხებს შეეხება (Women in Energy). მაია მელიქიძე მიმართავს მონაწილეებს და ისაუბრებს ენერგეტიკის სექტორში ქალთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა პირველად იმართება.  შეხვედრა ჩატარდება 3 მარტს, ონლაინ ფორმატში და ...

Read More »

“მაგნიტი”: ჩვენ 100%-ით ქართული კომპანია ვართ, მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის თავისუფლებას

სუპერმარკეტების ქსელი “მაგნიტი” საკუთარ Facebook გვერდზე უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. “”მაგნიტი”, როგორც 100%-ით ქართული კომპანია, მხარს უჭერს უკრაინას და მის თავისუფლებას! გვჯერა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე. კარგად გვესმის რას განიცდის ახლა ჩვენი მოძმე ერი, გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეები – აუნაზღაურებელი ადამიანური დანაკლისი და წართმეული ტერიტორიები. გვჯერა უკრაინელი ხალხის შეუპოვრობის და ...

Read More »