Home » ბიზნესი (page 10)

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად რეგიონებში ფორუმების ჩატარებას იწყებს

2022 წელს თიბისი ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარებს ფორუმს, რომლის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერაა. პირველი ასეთი ფორუმი, ხვალ, ქალაქ გორში გაიმართება, რომლის მასპიძელია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რეგიონული ფორუმის მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრა, მათთვის ბიზნესის სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება. ფორუმის სპიკერები არიან დარგის გამოცდილი ექსპერტები, რომლებიც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, ...

Read More »

„საქართველოს ბანკის” ბიზნესმობილბანკში 3 მნიშვნელოვანი სიახლეა

„საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას და კიდევ უფრო მარტივი ციფრული გადაწყვეტების შეთავაზებას. ამჯერად ბანკმა ბიზნესმომხმარებელს 3 მნიშვნელოვანი განახლება მოუმზადა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მეტი კომფორტისთვის, უკვე ბიზნესმობილბანკიდანვეა შესაძლებელი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა. მათივე ცნობით, მის გასააქტიურებლად, კომპანიის დირექტორმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა ელექტრონული ხელმოწერით უნდა დაადასტუროს ოპერაცია. მოთხოვნილი ბიზნესბარათი კი შესაბამისი ანგარიშის ბარათების ჩამონათვალში, მომენტალურად გამოჩნდება. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ...

Read More »

„დიახ, მანქანა ქალის საქმეა“ – 25 წლის ლიკა მაისურაძე „თეგეტას“ სერვისცენტრიდან

მანქანის ხელოსანი მამა ფიქრობდა, რომ ეს ხელობა და მით უმეტეს, მექანიკოსობა ქალის საქმე არ არის. დედას უნდოდა, შვილი იურისტი გამოსულიყო. პატარა გოგონას კი სულ სხვა ინტერესები ჰქონდა. ჯერ მანქანებით თამაშობდა, და ასაკის მატებასთან ერთად, ხვდებოდა, სათამაშოებიდან ნამდვილ ავტომობილებზე უნდა გადასულიყო. უბრალოდ კი არ ოცნებობდა, არამედ მიზანი დაისახა. დედას არ აწყენინა, იურიდიულზე ჩააბარა, თუმცა პარალელურად მამას სამსახურში დაჰყვებოდა და მანქანას სიღრმისეულად ...

Read More »

ბიზნესმენი თეიმურაზ ჭიჭინაძე პარლამენტარ შოთა ხაბარელის ოჯახს ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება

„თეიმურაზ ჭიჭინაძე სადავოდ ხდის 506.43 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის ნების საწინააღმდეგოს მისაკუთრების ფაქტს. რამდენადაც შეუძლებელია აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, რადგანაც მამუკა ხაბარელმა დასახელებულ უძრავ ნივთში გამართა კომუნიკაციები, ეწევა სამეურნეო საქმიანობას და დგას შენობა-ნაგებობები, შესაბამისად, თეიმურაზ ჭიჭინაძე ხაბარელების ოჯახისგან მოითხოვს ზიანის სახით 7090,02 აშშ დოლარის გადახდას. თანხის მოცულობა გამომდინარეობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნიდან და სარჩელის ...

Read More »

Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ

Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“  სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებმა ბიზნესიდეები წარადგინეს. ავტოინოვაციების მიმართულებით მომუშავე 20-მდე სტარტაპმა პრეაქსელერაციის ეტაპი გაიარა. აქსელერაციის ეტაპზე გადასული 10 გუნდი კი სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა: Autoelement – მეორადი ავტონაწილების P2P ონლაინმაღაზია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნაწილისა და ავტომობილების მფლობელებს; Ivi legal – იურიდიული პლატფორმა ლოგისტიკის სექტორისთვის, რომელიც შექმნილია სატვირთოს მძღოლების მხარდასაჭერად, კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილების პროცესში; Sos ...

Read More »

ლიკა სულაბერიძის გზა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორობამდე

ავტოინდუსტრიაში მოხვედრამდე ლიკა სულაბერიძემ ტურიზმის სფეროში აკადემიური ხარისხი მიიღო. საქართველოს სხვადასხვა წამყვან სასტუმროში სტაჟირებაც წარმატებით გაიარა. თუმცა შემთხვევით ნანახმა შეთავაზებამ, კარიერა ავტოსფეროში დაეწყო, მისი პროფესიული განვითარება რადიკალურად შეცვალა. გვიყვება, რომ ეს სფერო ყოველთვის მოსწონდა და შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. ბევრი აღარ უფიქრია, „თეგეტაში“ რეზიუმე გაგზავნა. მზად იყო ახალი საქმის დასაწყებად. „ვაკანსია ზუსტად აღწერდა იმას, რაც მინდოდა. სრულიად დამავიწყა ჩემი ტურიზმი ...

Read More »

ექსპორტის განვითარების ასოციაცია „თიბისი“ ბიზნესთან ერთად ფორუმს მართავს

ექსპორტის განვითარების ასოციაცია „თიბისი” ბიზნესთან ერთად ფორუმს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. როგორც „თიბისიში“ აღნიშნავენ, ფორუმს კვების მრეწველობის სექტორიდან 50-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. „რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, „თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერით, აგრძელებს კერძო სექტორის ხელშეწყობას ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით. ექსპორტის განვითარების ასოციაცია და „თიბისი“ ბიზნესი ერთობლივ ფორუმს მართავენ, სადაც ექსპორტთან დაკავშირებულ ამჟამინდელ გამოწვევებზე იმსჯელებენ. ფორუმს კვების მრეწველობის ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ბებნისი აგრო“ სამაცივრე მეურნეობას ავითარებს

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი 1 500 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, „ბებნისი აგრო“ ქარელში სამაცივრე მეურნეობას ავითარებს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „ბებნისი აგრო“ ვაშლის, მსხლისა და ქლიავის ბაღებს აერთიანებს. მოსავლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებში ხორციელდება. მოსავლის ნაწილი კი, ექსპორტზე გადის. პროექტის ჯამური ღირებულება 2 000 000 ლარს უტოლდება. „ბებნისი აგროს“ ...

Read More »

Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, „საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ბანკები Global Finance-ის რედაქტორების მიერ, მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ფინანსურ აღმასრულებლებთან, ბანკირებთან, საბანკო კონსულტანტებთან და ანალიტიკოსებთან კონსულტაციის საფუძველზე შეირჩნენ. გამარჯვებულების გამოსავლენად გამოცემამ ბანკები 150-ზე მეტი ქვეყნიდან შეისწავლა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, Best Bank Awards 2022 -ის ფარგლებში, ის ბანკები დაჯილდოვდნენ, ...

Read More »

„გალფი“ რეალურად „როსნეფტის“ შვილობილია – ახლა მათ სურთ, ბაზრის მონოპოლია – გეგმავენ, ხელში ჩაიგდონ სხვადასხვა ქართული და ევროპული ქსელები“

რუსეთს, ქართული ნავთობპროდუქტების ბაზარზე სრული მონოპოლია სურს – ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსი“ განაცხადა. ურუშაძის თქმით, ,,გალფი“ რუსული სახელმწიფო კომპანია ,,როსნეფტის“ შვილობილია და სწორედ მისი მეშვეობით გეგმავს რუსეთი ბაზრიდან ქართული და ევროპული ბრენდების განდევნას. „ჩვენ ვიცით სტატისტიკა, 2012 წლიდან დღემდე, 3-ჯერ გაიზარდა ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობპროდუქტების წილი. რუსეთს სურდა სრული მონოპოლია ბაზარზე, მაგრამ საბედნიეროდ ...

Read More »