Home » ახალი ამბები (page 4)

ახალი ამბები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის დასრულება და აღნიშნეს, რომ პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება. მათივე ინფორმაციით, სსფ-ის მხრიდან ...

Read More »

ავლაბარში, სადაც „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ავლაბარში, სადაც „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამრთალდამცავების არაერთი ეკიპაჟია მობილიზებული. რამდენი ადამიანია მძევლად აყვანილი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ არც შსს-სა და არც „საქართველოს ბანკში“ არ საუბრობენ. „დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების უსაფრთხოება და ყველაფერს გავაკეთებთ მათი უსაფრთხოებისთვის“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“.

Read More »

გერმანელ ინჟინერი აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის მეწყერის შესაჩერებლად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო

დროებითი სტაბილიზაცია უნდა გადავიტანოთ გრძელვადიან სტაბილიზაციაში და სწორედ ამ სამუშაოს ვასრულებთ ახლა, – ამის შესახებ გერმანელ ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა. ​როგორც პეტერ ნიუმანმა აღნიშნა, ჩატარდა სხვადასხვა სახის კომბინირებული ღონისძიებები, მეწყრული მასის ნაწილი მოიხსნა. „არ არის დრო კალკულაციების, გეგმების დასახვის. გადავწყვიტეთ სხვადასხვა ღონისძიებების კომბინირება. მეწყრული მასის ნაწილის მოხსნა. გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, გაბურღვითი სამუშაოები, რომლებიც ასევე გამაგრებას უკავშირდება და ასევე ძალიან ...

Read More »

კობა გვენეტაძემ კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

14 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო – მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამოწვევები მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში წარიმართა, მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები, ყოფილი ბანკირები, აკადემიური წრეებისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება, ტრადიციულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ...

Read More »

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაცია „იმედინიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, კოდუა მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობისთვისაა დაკავებული.

Read More »

რა მოხდა გუშინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ბანაკში? – დეტალები რიონში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცზე

გუშინ “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა ბანაკში მომხდარ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობა აფასებს. მათი თქმით ამ ტრაგედიაზე დიდი წილი პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ ეს ყველაფერი ზღვარსგადასული რადიკალიზმის ბრალია და ე.წ. “რიონის ხეობის მცველები” ვერ აკონტროლებენ, მათ მიერ დაწყებულ პროტესტს. “ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან რაიმე უბედურება მოხდებოდა. ასე არ შეიძლება, ჩამოდიან ათასი ჭკუის ხალხი, კაცმა არ იცის რატომ და რისთვის. ვითომ ...

Read More »

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა – ვინ არის ბრალდებული

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა – ვინ არის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ქ., ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.   სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება.   ...

Read More »

რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა, ხელებში ჩააკვდა – ახალი დეტალები მამაკაცზე, რომელსაც რიონში ეძებენ

მამაკაცს, რომელსაც მდინარე რიონში ეძებენ, სავარაუდოდ, დეპრესია ჰქონდა – შემთხვევამდე მასთან ერთად მყოფები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მას დედა გარდაეცვალა. თვითმხილველები არც სუიციდს გამორიცხავენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა – ახალგაზრდა კაცი მდინარეში გადახტა და გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, ის ნასვამი იყო. ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი თბილისიდან იყო და ის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა. წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ...

Read More »

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს 2020 წლის მოდელებზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო XC90, XC60, XC40, S90 და S60 მოდელები 30 000 ლარამდე ფასდაკლებით. „ვოლვო“ მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ცენტრში წარმოდგენილია ვოლვოს სამოდელო რიგის სრული ასორტიმენტი. „ვოლვოს“ ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ...

Read More »

პაატა იმნაძე – ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები

“ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, დიდი “კლასტერები” და ეპიდაფეთქებები ძირითადად სუფრებს უკავშირდება. “თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, ყველა “კლასტერი”, რაც დღეს გვაქვს, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჭირისუფრების, ასევე ქორწილების შემდეგ. გასაგებია, პირბადით ვერ იჯდები სუფრასთან. ჩვენი პირველი ...

Read More »