Home » ახალი ამბები (page 20)

ახალი ამბები

ჩეხი ბავშვის საქმეზე, პოლიციის ორდერის უკანონობა და სოციალური სამსახურის დასკვნის უსაფუძვლობა, სააპელაციო სასამართლომაც აღიარა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, არასრულწლოვანის დედის ოლივია ანტონის საჩივარი, რომლითაც მოითხოვდა კანონიერად ცნობილიყო ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქე მეუღლის მიმართ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების მხრიდან გამოწერილი 2020 წლის 1 ივნისის შემაკავებელი ორდერი ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საქმეზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ოლივია ანტონისა და ...

Read More »

ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზისთვის სპეციალისტები პარიზიდან ჩავიდნენ

ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოს დასრულების მიზნით, საქართველოში ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები ჩავიდნენ. მშენებლობის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, საბაგირო გზებისა და სადგურების სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ...

Read More »

მდინარე მაშავერაში ფარგა გაუშვეს, რომელიც საქართველოს მდინარეებში ათეულობით წლებია აღარ გვხვდება

მდინარე მაშავერაში თევზის სახეობა ფარგა გაუშვეს, რომელიც საქართველოს მდინარეებში უკვე ათეულობით წლებია აღარ გვხვდება. ფარგას გაშვების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობების ბუნებაში დაბრუნებისა და აღდგენის მიმართულებით აქტიურად მუშაობს სამინისტროში შემავალ უწყებასთან, ველური ბუნების სააგენტოსთან ერთად. „ფარგას მდინარეში დაბრუნების პროცესი, სიმბოლურად, მაშავერას მდინარით დავიწყეთ. მაშავერა არის ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “21 ივლისს, თბილისი-ზუგდიდის მატარებელში მგზავრების გიდი გიორგი კალანდია იქნება. საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება. პირველი გზამკვლევი გიორგი კალანდია იქნება.  21 ივლისს, მატარებელში იქნება გადაღების პროცესი. გიდის მიერ მოთხრობილ ამბებზე საქართველოს ...

Read More »

ალექსანდრე მოწერელია – მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში

მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. როგორც მოწერელიამ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების სწრაფი და თანაბარი განვითარება. „სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი იმისა, რომ ვიმუშავოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად. ბოლო ორი წელიწადი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის რთული იყო, ჯერ ფაროსანა, ...

Read More »

პროკურატურაში სოციალური სამსახურის მოხელეებზე საჩივარი შევიდა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, საქართველოში მოღვაწე ჩეხი ბიზნესმენის, პრჟემისლ ანტონის არასრულწლოვანი შვილის საქმეზე, წინასწარი შეცნობით, დასკვნების გაყალბების ფაქტებზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის/უფროსის მოვალეობის შემსრულების ნინო იობაშვილის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობისა და აღსრულების სამმართველოს უფროსის გიორგი კუპრეიშვილის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგ შორენა მაისურაძის ...

Read More »

მამაკაცი, რომელიც სამართალდამცავებს სასამართლოდან გაეპარა, პოლიციას გამოკითხვაზე ყოფნის დროსაც გაექცა

ქურდობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებს ორჯერ გაექცათ. ერთხელ, როცა ის ავჭალის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს და მეორედ, მას შემდეგ, რაც მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი – სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. 2020 წლის 15 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მისიას ასრულებს. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების როლს ქვეყნის განვითარებაში, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად. ...

Read More »

შსს-მ ონლაინ ტოტალიზატორის სისტემაში უნებართვოთ შეღწევისა და 72 000 ლარის მითვისების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავა

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით თბილისსა და ბათუმში 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ა.კ., 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ., 1975 წელს დაბადებული კ.მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაუსწრებლად პასუხისგებაშია მიცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ.მ. მათ ორგანიზებული ...

Read More »

დაკავებულია 3 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებიც „ოკრიბას“ ტერიტორიაზე მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, ...

Read More »