Home » ახალი ამბები (page 2)

ახალი ამბები

ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი რიონის ხეობის მცველებმა აქციიდან გააგდეს

ტრუსიკით რანაირად ხართ სამშობლოს დასაცავად მოსულიო – ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი რიონის ხეობის მცველებმა აქციიდან გააგდეს რესპუბლიკის მოედანზე ვითარება დაიძაბა – კარვების ტერიტორიაზე ზუკა ბერძენიშვილი და სხვა სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, იმისთვის რომ მხარდაჭერა გამოეცხადათ, მაგრამ რიონის ხეობის მცველებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ გურამ ფალავანდიშვილის შვილი დაუპირისპირდა და მისთვის მიუღებელი სამკლაურის გამო, აქციიდან გაძევება სცადა. ...

Read More »

თბილისის წიგნის XXIII საერთაშორისო ფესტივალი 24-27 ივნისს ფიზიკური სახით გაიმართება

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი 2021 წელს, 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, შარშან თბილისის წიგნის ოცდამეორე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში. წელს კი, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის მკაცრად გასაკონტროლებლად დამატებითი ...

Read More »

სადგურ გომში სარკინიგზო გადასასვლელთან მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს, 2021 წლის 24 მაისის 8:00 სთ-დან 27 მაისის 24:00 სთ-მდე (4 დღით), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ0+300-ში, სადგურ გომში (კმ2395 პკ3-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინოკორდული ფენილის ქვეშ არსებული კენტი და წყვილი ლიანდაგების შეკეთების და წყვილი ლიანდაგის მხარეს (საჩხერის მხარეს) მოედნის მოწყობის სამუშაოებს, ასევე სარკინიგზო გადასასვლელის ...

Read More »

“ვასაძის, კორკოტას, ფალავანდიშვილების სოლიდარობა აქციისადმი ადასტურებს, რომ პროტესტი ფუნდამენტურად ეროვნულია და რუსეთი არა **ე”

“ვასაძის, კორკოტას, ფალავანდიშვილების სოლიდარობა აქციისადმი ადასტურებს, რომ პროტესტი ფუნდამენტურად ეროვნულია და რუსეთი არა **ე” – ზურა ჯაფარიძე  გირჩის ლიდერი ზურა ჯაბარიძე რესპუბლიკურის მოედანზე მიმდინარე ნამახვანჰესის მოწონააღმდეგეტა აქციას ეხმაურება: “სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას ეროვნული ინტერესების წინ წამოწევით. ჯერჯერობით უცნობია რიონის ხეობაში მცხოვრები მიტინგზე გამოსვლის ხელოვნებაში რეპეტიტორის სახელი და გვარი, რომელმაც დღეს წარმოუდგენელი ...

Read More »

“ადრე გზას იმიტომ კეტავდნენ, რომ შუქი ყოფილიყო… დღეს იმიტომ კეტავენ, რომ შუქი არ არის”

“ადრე გზას იმიტომ კეტავდნენ, რომ შუქი ყოფილიყო… დღეს იმიტომ კეტავენ, რომ შუქი არ არის” “ადრე გზას იმიტომ კეტავდნენ რომ შუქი ყოფილიყო… დღეს იმიტომ კეტავენ, რომ შუქი არ არის” – ასეთი წარწერით ვრცელდება ფოტო სოციალურ ქსელში, რომელსაც კომენტარებში ბევრი გამოხმაურება აქვს. “არ გვინდა სიბნელეში ცხოვრება… ედიკას დროში გინდათ ხალხო დაბრუნება? შუქი მინდა, მარა ჰესი არ მინდა… ვერც ხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ...

Read More »

ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა

ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ, თავად დოლიძე აირჩიეს, ყრილობაზე დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭო და სარევიზიო კომისია. მიიღებს თუ არა პარტია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ეს მოგვიანებით, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი. პარტიის ძირითადი ფასეულობა და მიზანი ადამიანის ღირსების აღდგენა, სოციალურ თანასწორობა და მოქალაქეების განვითარებაა.

Read More »

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, ფოტოგრაფი დარო სულაკაურის გამოფენას – „სიზმარს ვხედავდი“ უმასპინძლებს

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტის, დარსო სულაკაურის გამოფენას – „სიზმარს ვხედავდი… პანდემიის დღიური“ უმასპინძლებს. გამოფენა 17 მაისს 17:00-ზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება. „სიზმარს ვხედავდი“ ჩემი სამი თვის პანდემიის დღიურია და პირველი ხელნაკეთი წიგნი ობიექტი, რომელიც 11-მეტრიან ექსპოზიციად ტრანსფორმირდება“, -დარო სულაკაური.   დღიურიდან: „როდესაც პანდემიის დროს პირველად გავედი გარეთ, მივხვდი, როგორი სიურრეალისტური გახდა გარე ...

Read More »

,,ლუგელას ხეობაში“ 30 000 ცალი ველური ბუნების ნაკადულის კალმახის ლიფსიტი გაუშვეს

მუხურში, ,,ლუგელას ხეობაში“ მდინარის გათევზიანების მიზნით, ხობისწყლის შენაკადებზე გაშვებული იქნა  30 000 ცალი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საშენი მეურნეობის ნაკადულის კალმახის ლიფსიტი. პროექტი  ჰესი ,,ხობი 2-ის“   მშენებელმა  კომპანია –  ,,ჯგუფ  ენერგიამ“  დააფინანსა. ლიფსიტების გაშვების პროცესს ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტისა და ბიომრავალფეროვნების სამმართვალოს წარმომადგენლები, ადგილობრივები და დაინტერესებული პირები. პროექტის მეორე ეტაპის ...

Read More »

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში დამატებით ორი კარავი გაშალეს

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში, სოფელ ტვიშსა და გუმათში, „ენკას“ ოფისის წინ, დამატებით ორი კარავი გაშალეს. ამის მიზეზად ისინი 23 მაისისთვის სამზადისს ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს სტრატეგიის ნაწილია. მათი განმარტებით, „ენკა“ ხეობაში უკანონო საქმიანობას ახორციელებს, ამიტომ მისი ტექნიკა იქ სამუშაოდ არ უნდა შედიოდეს. მათივე თქმით, გამოიწვევს თუ არა ეს ესკალაციას, დამოკიდებულია დინამიკურ პროცესებზე, თუმცა თავად ხელოვნურად ამას არ შეეცდებიან ისინი ...

Read More »

თიბისი ბიზნეს კლუბის ვიდეოსერიები ქუთაისიდან გრძელდება

დღეს, 12.00 საათზე თიბისი ბიზნესის ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსერიის ჩვენება გაიმართება. ბიზნეს საუბარი, ამჯერად, ქუთაისში მიმდინარეობს და ადგილობრივ ბიზნესებს წარმოადგენს. ვიდეოსერიის მეორე ფილმის სტუმრები იქნებიან ალექს ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე მშვილდაძე, რესტორან „აგერარის“ დამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე, საკონსულტაციო კომპანია „ანოვა“ და მარიკა თვარაძე, რესტორან „დების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ისინი ისაუბრებენ კომპანიის განვითარებისა და ბრენდინგის თავისებურებებზე, რაც ქუთაისში არსებული ბიზნესებისთვის ...

Read More »