Home » ახალი ამბები (page 10)

ახალი ამბები

“საქართველოს ფოსტა” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ფოსტა” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება. “საქართველოს ფოსტის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სხვადასხვა თაღლითური ჯგუფები მომხმარებლებში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება. მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება. შესაბამისად, „საქართველოს ფოსტა“ მოგიწოდებთ, არ ენდოთ დეზინფორმაციას, არ ...

Read More »

შსს – პოლიციამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო

შსს-ს ცნობით, პოლიციამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო. უწყება ავრცელებს შესაბამის ფოტოებს. „წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან „ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია. აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ...

Read More »

„ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ელდარ გოგოლაძე 90-იან წლებში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლის ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გამოკითხვის მიზანი მისი დისკრედიტაცია, დაშინებაა. გოგოლაძის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილს მასზე კარგად საქართველოში არავინ იცნობს და იცის, რომ ეს მისი სტილია. „ვიცოდი, რომ დამიძახებდნენ, გამოძიება დამთავრებულია, უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა დამნაშავე პირი, პარალელური გამოძიება ჩატარებული ...

Read More »

მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა და ქვეყნის მსახურებაში დიდი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, ქემოკლიძეს საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანი მუშაობა შეძლოს. „მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, კახა ქემოკლიძე, ის წლებია ჩვენს გუნდში მუშაობს და არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში თავის ქვეყანასა ...

Read More »

“საბა” 2021 დაიწყო

“საბა” 2021 დაიწყო, წელს „საბამ“ ლიტერატურული კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები კონკურსზე წარადგინონ. “თიბისის” ინფორმაციით, კონკურსზე წარსადგენად, მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge მათივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება 23 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ. 2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდეგ 9 ნომინაციაში გამოავლენს: საუკეთესო რომანი, ...

Read More »

„ვოლვო კავკასიის“ ახალი შოურუმი ახლა უკვე უზბეკეთში

29 იანვარს „ვოლვო კავკასიამ“ რეგიონში კიდევ ერთი შოურუმი გახსნა და ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ახლა უკვე ტაშკენტშიც ხელმისაწვდომია. ავტოცენტრი სრულად „ვოლვო ქარსის“ სტანდარტებით აშენდა და მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ეწვიონ შოურუმს და დაათვალიერონ სრული სამოდელო რიგი. „ჩვენც ძალიან გვიხარია, რომ შვედური, მაღალტექნოლოგიური ბრენდის წარმომადგენლები ვართ უზბეკეთში და გვაქვს საშუალება, კიდევ ერთ ქვეყანაში შევუწყოთ ხელი უსაფრთხო საგზაო გადაადგილებას. გაგვიამრთლა, რომ გვიწევს ისეთ სანდო ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა

„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ხელოვანები, მეცნიერები – რა საინტერესო ამბები გადახდათ მათ რკინიგზით მგზავრობის დროს და ვის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში რკინიგზის განვითარება? ამ ისტორიებს აერთიანებს ბროშურა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, თითოეულ ისტორიაზე ექსკლუზიური ნახატები საკუთარი ინსპირაციით ქართველმა მხატვრებმა შექმნეს. ...

Read More »

ოზურგეთში მოსახლეობა ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს

ოზურგეთში, ექადიის უბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ალუმინის გადამუშავება საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას, იმოქმედებს გარემოზე და მისი აშენება დასახლებულ პუნქტში რეკომენდებული არ არის. მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა არასამთავრობო სექტორიც. ადგილზე იმყოფებოდა კომპანია „არერსა მეტალის“ აღმასრულებელი დირექტორიც. შავლეგ მიგრიაული მოსახლეობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საწარმო სტანდარტების დაცვით შენდება და ის მოსახლეობის ჯანმრთელობას ...

Read More »

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება. უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი განყოფილება, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერეს. პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მეორე ტალღამ აჩვენა ქვეყანაში დამატებითი ...

Read More »