Home » ახალი ამბები

ახალი ამბები

„თიბისის“ „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ თბილისში გრძელდება

„თიბისის“ „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ თბილისში გრძელდება“, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ცნობით, დამოუკიდებლობის სკოლა, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციების სერიას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ პირველად “თიბისიმ” 2018 წელს გამართა. 5 წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა 20-ზე მეტი შეხვედრა. „წელს, დამოუკიდებლობის სკოლა პროექტ „გმირებს“ ეძღვნება, რომელიც “თიბისიმ” 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილეს მიუძღვნა. ...

Read More »

კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

24-25 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ  ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები სხვადასხვა ქვეყნიდან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში – “ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა: როგორ და რატომ?”. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ციფრული ვალუტის მნიშვნელობაზე  და ყურადღება გაამახვილა ციფრული ლარის განვითარების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ...

Read More »

მერია იმ ახალი მარშრუტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც 4 ივნისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტს დაემატება

თბილისის მერია იმ ახალი მარშრუტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, 4 ივნისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტს დაემატება. თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი იქნება. „დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება: N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს ...

Read More »

PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია

გუშინ, 24 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფუტსალში ჩემპიონატის მესამე გადამწყვეტი თამაში, თავდაცვის სამინისტროს კლუბ არმიასა და PSP -ს გუნდებს შორის. დაძაბულ თამაშში PSP -ემ იმარჯვა ანგარიშით 5-2 და ფუტსალის ლიგის 2021-22 წწ. გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოიპოვა! გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი ლ.სარდანაშვილი რომელმაც დუბლით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. “FC PSP – ფეხბურთელთა გუნდი მთლიანად კომპანიის თანამშროლებით არის დაკომპლექტებული, რომელიც წლების მანძლზე ბიზნეს ...

Read More »

26-29 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალი ოფიციალურად 26 მაისს 12:00 საათზე გაიხსნება. „წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატსა და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და წიგნთან დაკავშირებული ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის ახალ ფორმატს ქმნის

ორგანიზაცია „ახალგაზარდა ადვოკატები“ ახალი ინიციატივით გამოდის და სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატს ქმნის. მიზანი – გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში არსებული მიდგომების, მართლმსაჯულებაზე შესაძლო გავლენების კვლევისა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოკიდებულებების შეფასებაა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით,  სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, ადვოკატები, ექსპერტები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ერთგვროვანი სასამართლო პრაქტიკისთვის ...

Read More »

საქსტატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით საუკეთესო დაწესებულებად დასახელდა

საქსტატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით საუკეთესო დაწესებულებად დასახელდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებად დასახელდა. სპეციალური ჯილდო უწყებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გადაეცა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) უკვე 11 წელია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს ახორციელებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმაღლესი შედეგი (100 ქულა) აჩვენა და სპეციალური სიგელით ...

Read More »

გიორგი ფანგანი დამოუკიდებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი დამოუკიდებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. „აღნიშნული კვლევა ერთი მხრივ ხელს უწყობს მარეგულირებელი ინსტიტუტის, როგორ დამოუკიდებელი ორგანოს გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაც უნდა მოხდეს უწყებების გაძლიერების მიზნით. სემეკი აქტიურად იყო ...

Read More »

თიბისი დამოუკიდებლობის სკოლის პირველ შეხვედრას ლანჩხუთში გამართავს

20 მაისს, 18.00 საათზე  ქ. ლანჩხუთში, ცენტრალურ სკვერში გაიმართება დამოუკიდებლობის სკოლის პირველი საჯარო ლექცია, რომელიც ქართველ გმირებს – მარო მაყაშვილს, ნოე ჟორდანიას და ამბროსი ხელაიას მიეძღვნება. ლექციებს გაუძღვებიან მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. ღონისძიება ჯგუფ  Killages-ის  ლაივ კონცერტით დასრულდება. პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ თიბისის ფეისბუქ გვერდზე.

Read More »

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს, დეივიდ კავენას, ერნესტო ბრაამს და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი. „მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ...

Read More »