Home » ფინანსები » “C ჰეპატიტის პროგრამა სახელმწიფოს 2 მილიარდი დოლარის ნაცვლად, 20 მილიონი ლარი დაუჯდა”
"C ჰეპატიტის პროგრამა სახელმწიფოს 2 მილიარდი დოლარის ნაცვლად, 20 მილიონი ლარი დაუჯდა"

“C ჰეპატიტის პროგრამა სახელმწიფოს 2 მილიარდი დოლარის ნაცვლად, 20 მილიონი ლარი დაუჯდა”

„სახელმწიფოს ეს თანხა,რომ გადაეხადა, C ჰეპატიტის მკურნალობა ქვეყანას 2 მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ჩართულები ვართ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და მხოლოდ დამხმარე პრეპარატებს ვყიდულობთ, ხარჯი მხოლოდ 20 მილიონი ლარია“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „აიპრესის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამ წუთებში, დავით სერგეენკო და აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან და C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობის პირველ ეტაპს აჯამებენ.

ცნობისთვის, კომპანია “რედიქსის” დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის განხორციელებას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს დამსახურებით ქვეყანას 400 მილიონის პროდუქცია აჩუქეს.

Share