Home » ახალი ამბები » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა

3-5 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“   C   ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია,  3 ნოემბერს, 09:00 საათზე საერთაშორისო მრჩეველთა  სამუშაო ჯგუფის შეხვედრით გაიხსნება, სადაც განხილული იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა და კონტროლის მექანიზმი. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ემორის, ჰოპკინსის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები  და სხვა საერთაშორისო პარტნოირები.

კონფერენციაში  მონაწილეობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის,  აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანსა და მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის  პროგრამის განვითარების ხელშეწყობა ხელშეწობა წარმოადგენს. ასევე, საზოგადოების ინფორმირება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე.

სიტყვით გამოვლენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო,  აშშ ელჩი იან კელი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონ ვარდი,  ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენელი კენ ნელსონი და საქართველოს დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი   ამირან გამყრელიძე;

კონფერენციას სტუმრის სტატუსით დაესწრებიან აშშ საელჩოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის; ემორისა  და ჰოპკინსის უნივერსიტეტების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

შეხვედრის ბოლოს, 5 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი ჯანმოს პოლიტიკის, HCV სკრინინგის, მკურნალობისა და მზრუნველობის გაიდლაინის, ვირუსული ჰეპატიტის კუთხით, გლობალური ჯანმრთელობის სექტორის სტრატეგიის გასაცნობად  ტექნიკურ კონსულტაციას გამართავს.

 

 

Share