Home » ბიზნესი » ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება – კულა

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება – კულა

საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წარმოება ნაწილობრივ ელექტოენერგიაზეა დამოკიდებული, გაზის ტარიფის მატება პროდუქციის ფასზეც აისახება,“ – აღნიშნავს ვანო გოგლიძე და ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება პურის საწარმოებზე.

წყარო: business-partner.ge