Home » ეკონომიკა » ბრუნო ბალვანერა: 2016 წელი საქართველოში EBRD-ის „ისტორიული ინვესტირების“ წელიწადი იქნება
ბრუნო ბალვანერა: 2016 წელი საქართველოში EBRD-ის „ისტორიული ინვესტირების“ წელიწადი იქნება

ბრუნო ბალვანერა: 2016 წელი საქართველოში EBRD-ის „ისტორიული ინვესტირების“ წელიწადი იქნება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მოლოდინი აქვს, რომ 2016 წელი საქართველოში EBRD-ის „ისტორიული ინვესტირების“ წელიწადი იქნება. ამის შესახებ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ სასტუმრო ”რუმსში” განაცხადა, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

„ჩვენ ვგეგმავთ 400 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის ჩადებას და ეს იქნება უპრეცედენტო თანხა“, – განაცხადა ბალვანერამ.

„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს როგორც საუკეთესო ქვეყანას რეფორმების თვალსაზრისით, საუკეთესო ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტების შემოღების კუთხით და EBRD-ის მანდატის მიღების კუთხით. ამგვარად, საქართველო არის ქვეყანა საუკეთესო საინვესტიციო გარემოთი და დიდი მომავლით. ჩვენ ვუყურებთ საქართველოს მომავალს ძალიან პოზიტიურად და ეს სწორედ ის არის, რის აღნიშვნაც ჩვენ გვსურს – EBRD-ისა და საქართველოს წარმატება“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

Share