Home » მსოფლიო » ბრიტანულმა სანავთობო კომპანიამ – BP, 2020 წელი 20,31 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა

ბრიტანულმა სანავთობო კომპანიამ – BP, 2020 წელი 20,31 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა

ბრიტანული სანავთობო კომპანია BP-ის 2020 წლის წაგებამ 20 მილიარდ 310 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს მოგება 4 მილიარდ 30 მილიონი ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ მოწმობს კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება. გასული წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი დადებითი იყო და მოგებამ მილიარდ 360 მილიონი შეადგინა.

კომპანიის შემოსავლები 2020 წელს 35%-ით შემცირდა 180 მილიარდ 370 მილიონ დოლარამდე, მეოთხე კვარტალში კი 37%-ით 44 მილიარდ 790 მილიონ დოლარამდე იკლო.

კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადის მოცულობამ, საკომპენსაციო გადახდების გათვლით, რომელიც მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრამ გამოიწვია, 2020 წელს 13 მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიის კაპიტალურმა ხარჯებმა კი 12 მილიარდ 30 მილიონ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა წინა წელს 15 მილიარდ 240 მილიონი დოლარი ჰქონდა.

ამასთან, კომპანიას 2020 წელს 8,1%-ით შეუმცირდა ნავთობმოპოვებაც, რომელმაც წლიურ გამოხატულებაში დღეღამეში საშუალოდ 3 მილიონ 470 ათასი ბარელი შეადგინა.

Share