Home » მსოფლიო » ბრიტანული ფუნტი მსოფლიოში ყველაზე სუსტი ვალუტა გახდა
ბრიტანული ფუნტი მსოფლიოში ყველაზე სუსტი ვალუტა გახდა

ბრიტანული ფუნტი მსოფლიოში ყველაზე სუსტი ვალუტა გახდა

ბრიტანულმა ფუნტმა არგენტინულ პესოს გაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე სუსტი ვალუტა გახდა.

ამერიკულ დოლართან მიმართებაში ფუნტი უკვე 14%-ით გაუფასურდა მას შემდეგ, რაც 23 ივნისს ბრიტანელმა ამომრჩეველმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

წლის დასაწყისიდან დღემდე კი იგი 12%-ითაა გაუფასურებული. შედეგად მისმა ღირებულებამ 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია.

პოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობა დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ რეფერენდუმის ჩატარებამდე შეიქმნა, რამაც ინვესტორების მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

მანამ ვიდრე ფუნტი ბოლო 30-წლიან მინიმუმს მიაღწევდა, ყველაზე სუსტ ვალუტად მსოფლიოში არგენტინული პესო სახელდებოდა, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე დოლართან მიმართებაში 11.7%-ით გაუფასურდა.

არგენტინა წლებია უკვე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაისში წლიური ინფლაციის დონემ ამ ქვეყანაში 40% შეადგინა.

წყარო ALLNEWS.GE

Share