Home » ახალი ამბები » ბრიტანელ DJ-ის მუსლიმური ლოცვის გარითმვის გამო ერთი წელი შეუფარდეს
ბრიტანელ DJ-ის მუსლიმური ლოცვის გარითმვის გამო ერთი წელი შეუფარდეს

ბრიტანელ DJ-ის მუსლიმური ლოცვის გარითმვის გამო ერთი წელი შეუფარდეს

ტუნისის სასამართლომ ბრიტანელ DJ-ის ერთწლიანი სასჯელი შეუფარდა. მუსიკოსმა ტუნისის ფესტივალზე მუსლიმური ლოცვა გარითმა და კლუბში დაუკრა.

​ლონდონში დაბადებულ Dax J-ის ბრალად საზოგადოებრივი უხამსობა და შეურაცხყოფა ედება. თუმცა სასამართლომ მისი დაჭერა ვერ შეძლო, ის განაჩენის აღსრულებამდე ქვეყნიდან გაფრინდა. თუმცა, მან ბოდიში მოიხადა.

​ღამის კლუბი მას შემდეგ დაიხურა, რაც აღნიშნული ღონისძიების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა კლუბის მეპატრონისადმი და ღონისძიების ორგანიზატორისადმი შესული ბრალდება, თუმცა როგორც გაირკვა სასამართლო გეგმავს გააკოტროლოს, თუ რა მუსიკა დაიკვრება კლუბებში.

​ტუნისის მთავრობის განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ რომ მათი რელიგიური გრძნობები ვინმემ შეურაცხყოს.

1tv.ge

Share