Home » მსოფლიო » ბრექსიტი ციფრებში – რამდენს დაკარგავს ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების შემდეგ
ბრექსიტი ციფრებში - რამდენს დაკარგავს ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების შემდეგ

ბრექსიტი ციფრებში – რამდენს დაკარგავს ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების შემდეგ

მძიმე არჩევნები ელით მომლაპარაკებლებს მომავალ ბრექსიტთან დაკავშირებით. რამდენის გადამხდელია დიდი ბრიტანეთი იმისათვის, რომ მოაგვაროს არსებული სიტუაცია? რამდენ ემიგრანტს მიიჩნევს ბრიტანეთი, როგორც ძალიან ბევრს? რამდენად შეუძლია ბრიტანეთს ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობით მომავალში? გაიზრდება თუ არა ბრიტანეთის ეკონომიკა? ბრიტანეთის და ევროკავშირის მომლაპარაკებლები გაუწევენ ამ პრობლემებს მონიტორინგს შემდეგი ორი წლის განმავლობაში, რათა მიაღწიონ კომპრომისს. ეს ცხრილები გვიჩვენებს მნიშვნელოვან საკითხებს რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილონ ორივემ მხარემ შემდეგი ორი წლის განმავლობაში.

ემიგრაცია

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განმარტა, რომ ბრექსიტისთვის მხარის დაჭერის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ შეემცირებინათ ემიგრაცია ევროპის ზონიდან. ბრიტანეთი, გერმანიის შემდეგ არის მეორე ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი ამ რეგიონში და ტერეზა მეი მიგვანიშნებს, რომ იგი შემოიღებს ახალ წესებს.

არა-ბრიტანული მოსახლეობა, ევროკავშირის მოქალაქეობით

ბრიტანეთში ამჟამად მუშაობს 2.2 მილიონი ევროპელი, თუმცა ბანკები, ტელეკომუნიკაციის კომპანიები და ფერმერები აფრთხილებენ მთავრობას, რომ დიდად არ ჩაერიონ ამ საკითხში რადგან ეს ხალხი წარმოადგენს საჭირო უნარ-ჩვევების მთავარ წყაროს.

ვაჭრობა

ევროკავშირიდან გამოსვლა, საფრთხეში აგდებს წვდომას მის უმსხვილეს ბაზარზე, ბრიტანეთის ექსპორტული პროდუქციის 45% სწორედ ევროპის ბაზარზე მოდის. ევროკავშირმა იცის, რომ გააჩნია ბერკეტი ამ ფორმით, თუმცა ბრიტანეთთან წვდომის მოსპობა დააზარალებს თავიანთ კომპანიებსაც, რომლებიც დამოკიდებული არიან ბრიტანელ მომხმარებლებზე რომ იყიდონ მათი საქონელი.

სავაჭრო ბალანსი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში

თუ ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს ვაჭრობის გარიგების გარეშე, მისი ექსპორტიოროები სავარაუდოდ დაექვემდებარებიან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალ ტარიფებს და ვეღარ ისარგებლებენ უბაჟო ვაჭრობით, რომლითაც სარგებლობდნენ წლების განმავლობაში.

ევროკავშირის მხარდაჭერა

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა დიდ ზიანს მიაყენებს ევროკავშირის ბიუჯეტს. ბრიტანეთი არის მეორე ყველაზე დიდი დამფინანსებელი და ამ თანხების შევსება სავარაუდოდ მოხდება სხვა სახელმწიფოების ხარჯზე.

ევროკავშირის ბიუჯეტი არის გაწელილი ხანგრძლივი დროის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს რომ წევრები არ არიან ვალდებულები დაფარონ ეს დაუყოვნებლად, თუმცა ამან შეიზლება დაავალდებულოს ბრიტანეთი, რომ გადაიხადოს წარსულსი აღებული ვალდებულებები.

ახლო მომავალი

მთავარი საკითხი ისაა, მზად არის თუ არა ბრიტანეთი გადაიხადოს დაახლოებით 50 მილიარდი ფუნტი ევროკავშირიდან გამოსასვლელად. ევროპელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ბრიტანელებმა უნდა გადაიხადონ ეს თანხა სანამ სხვა საკითხების განხილვა დაიწყება.

პრობლემა პრემიერ მინისტრისთვის ის გახლავთ, რომ ბრიტანელ ამომრჩევლებში არის აზრთა სხვადასხვაობა. მათ უნდათ მიგრაციის შეზღუდვა და ამავდროულად ყველა ევროკავშირში ყოფნის უპირატესობის შენარჩუნება, როგორიცაა მაგალითად თავისუფალი ვაჭრობა.

ახლა დროა ევროკავშირმა და ბრიტანეთმა გამოთვალონ და შეამცირონ ციფრები იმ მიზნით, რომ მიაღწიონ რაც შეიძლება უფრო სასარგებლო შეთანხმებას ორივე მხარისთვის. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ტერეზა მეის მოლაპარაკების უნარზეც და რამდენად მტკიცედ სურს ევროკავშირს აიცილოს სხვა ქვეყნის გამოყოფა ევროკავშირიდან.

მოამზადა აკაკი ტარტარაშვილმა

Share