Home » მსოფლიო » ბრაზილიური საქონლის ხორცის იმპორტი ამერიკაშიც აიკრძალა
ბრაზილიური საქონლის ხორცის იმპორტი ამერიკაშიც აიკრძალა

ბრაზილიური საქონლის ხორცის იმპორტი ამერიკაშიც აიკრძალა

როგორც money.cnn.com წერს, აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამხრეთ ამერიკიდან ხორცის იმპორტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა, მას შემდეგ რაც ინსპექციამ შემოწმებების შედეგად გამოავლინა არაჯანმრთელი საქონლის ხორცის ქვეყანაში შემოტანის ფაქტი.

სააგენტოს ინფორმაციით ბრაზილიურ ხორცზე აკრძალვა იქამდე შენარჩუნდება, სანამ სპეციალური სამსახურები შესაბამის ზომებს არ მიიღებენ. ბრაზილია ხორცის მეხუთე ყველაზე დიდი იმპორტიორთა აშშ-ში. ბოლო 1 წლის განმავლობაში ბრაზილიამ 50 მილიონი ფუნტის ღირებულების ხორცი შეიტანა აშშ-ში.

ბრაზილიის გარდა შტატებში ხორცის ექსპორტს კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და მექსიკა ახორციელებს. სააგენტოს განცხადებით ბრაზილია მარტის თვიდან ახორციელებს კონტროლს ბრაზილიურ ხორცზე, რის შედეგადაც საქონლის 11% უვარგისი აღმოჩნდა.

ჩინეთმა, მექსიკამ , ჩილემ, იაპონიამ, ჰონგ-კონგმა და ევროკავსირის ქვეყნებმა ბრაზილიური ხორცის იმპორტი აკრძალეს ჯერ კიდევ მარტში.

ლევან ლაგვილავა

Share