Home » ბიზნესი » ბრაზილიური ხორცის სკანდალში გახვეული კომპანიების ბრენდები ქართულ ბაზარზეც იყიდება
ბრაზილიური ხორცის სკანდალში გახვეული კომპანიების ბრენდები ქართულ ბაზარზეც იყიდება

ბრაზილიური ხორცის სკანდალში გახვეული კომპანიების ბრენდები ქართულ ბაზარზეც იყიდება

ბრაზილიის ხელისუფლებამ გამოააშკარავა  ხორცის ის კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში გაფუჭებულ და უვარგის საქონლის და ფრინველის ხორცს აწარმოებდნენ.

ამ ყველაფრის შედეგად კი ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დაეკავებინა 33 სახელმწიფო მოხელე. ეს ადამიანები პასუხისმგებლები იყვნენ ხორცის ხარისხზე და სწორედ მათ ევალებოდათ გაეწიათ კონტროლი საწარმოების საქმიანობაზე. როგორც ირკვევა 3 საწარმო უკვე დახურულია და კიდევ 21 საწარმოს დახურვა ემუქრება. ბრაზილიური ხორცის კომპანიების მიერ წარმოებული საქონელი ექსპორტზე გადიოდა მსოფლიოსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ბრაზილია წითელი ხორცის ყველაზე მსხვილ ექპსორტიორად ითვლება მსოფლიოში.

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 2 წელი მიმდინარეობდა და გასულ კვირაში საბოლოოდ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, მეწარმეთა გამოსააშკარავებლად.

ძიების დასრულების შემდეგ საგანგებო ზომები მიიღეს ჩინეთმა და ევროკავშირმა. მათ ბრაზილიიდან “ბი-არ-ეფის” და “ჯი-ბი-ესის” მიერ წარმოებული ხორცის იმპორტს ნაწილობრივ შეაჩერეს.

,,ბი-არ-ეფ”-ის და “ჯი-ბი-ეს”-ის პროდუქციას ,,სადიას” და ,,სიერრას” სახელითაც აწარმოებენ. „სადია“ და „სიერა“  ქართულ ბაზარზეც იყიდება.

 “ნებისმიერი საქონლის იმპორტი საქართველოში ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ნებართვის გაცემის საფუძველზე. ეს პროდუქტები ექვემდებარება სასაზღვრო კონტროლს. შემდგომში, როცა პროდუქტი განთავსდება სამომხმარებლო ბაზარზე სურსათის ეროვნული სააგენტო, რა თქმა უნდა, ახორციელებს მის კონტროლს, ხდება ნიმუშების აღება სხვადასხვა დასახელების სურსათზე და ხორციელდება მისი ლაბორატორიული კვლევა” – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგნეტო სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე აცხადებს.
ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდება მოხვდა თუ არა საქართველოში უვარგისი ხორცი, რომლისთვისაც სხვადასხვა ქიმიური დანამატებს იყენებდნენ.
Share