Home » მსოფლიო » ბრაზილიის პრეზიდენტი COVID 19-ზე აუცრელობის გამო ნიუ-იორკის რესტორანში არ შეუშვეს

ბრაზილიის პრეზიდენტი COVID 19-ზე აუცრელობის გამო ნიუ-იორკის რესტორანში არ შეუშვეს

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის გამო, რესტორანში შესვლის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შედეგად, ბოლსონაროს რესტორნია ნაცვლად, ტროტუარზე მდგომს მოუწია პიცის ჭამა. მინისტრათა კაბინეტის ორმა წევრმა, აღნიშნული მოვლენის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბოლსონარო და მისი თანაშემწეებია აღბეჭდილი. ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეაქეს მათი ლიდერის შემთხვევითი “სიმარტივე”, რომელიც სიამოვნებით მიირთმევდა პიცას ქუჩაში, მანჰეტენის სასტუმროს მახლობლად, სადაც ის რჩება.

ნიუ იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ, მიმართა მსოფლიო ლიდერებს, “მათ შორის განსაკუთრებით ბოლსონაროს ბრაზილიიდან”, რომ მიიღონ ვაქცინაცია, სანამ დაესწრებიან გაეროს შეკრებას ქალაქში.

ბოლსონარო ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა, თუმცა, ქალაქში, არავის უშვებენ რესტორნებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე.

გასულ კვირას, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, აბდულა შაჰიდმა, შეატყობინა 193 წევრ სახელმწიფოს, რომ გაეროს COVID-19 ვაქცინის იმუნიზაციის მტკიცებულება მათ არ მოეთხოვებათ.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ნიუ იორკში გამგზავრებამდე, თქვა, რომ მას არ ჩაუტარებია აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ და რომ მისი იმუნური სისტემა საკმარისად ძლიერია დაავადების წინააღმდეგობის გაწევისთვის.

სანდრო პირველი

Share