Home » მსოფლიო » ბორის ჯონსონი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ბორის ჯონსონი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.

„ფაქტობრივად არაფერი მიგრძვნია. ძალიან კარგი იყო“, – განაცხადა ჯონსონმა ვაქცინაციის შემდეგ და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

მედიის ინფორმაციით, 56 წლის პრემიერმა ვაქცინაცია იმ საავადმყოფოში ჩაიტარა, სადაც დაახლოებით 1 წლის წინ კორონავირუსის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. აღსანიშნავია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გუშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც აიცრა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ მზადაა, ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტაროს, თუკი ამ შეთავაზებას მიიღებს.

Share