Home » ფინანსები » ბოლო თვის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მეტად ლარი გაუფასურდა
ბოლო თვის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მეტად ლარი გაუფასურდა

ბოლო თვის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მეტად ლარი გაუფასურდა

Bloomberg-ის მონაცემებით, ბოლო 1 თვის ტრენდის მიხედვით, რეგიონის ქვეყნების ვალუტებში ლარი დოლართან მიმართებაში ყველაზე მეტად გაუფასურდა.

კერძოდ, სააგენტო Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ქართული ლარი დოლართან მიმართებაში, ბოლო 1 თვეში 11,82%-ით გაუფასურდა, ხოლო რეგიონის ქვეყნების ეროვნული ვალუტების კურსები დოლართან მიმართებაში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აზერბაიჯანული მანათი 4,33%-ით არის გაუფასურდა;
  • თურქული ლირა 5,12%-ით გაუფასურდა;
  • სომხური დრამი 0,31%-ით გაუფასურდა;
  • რაც შეეხება რუსულ რუბლს, ბოლო 1 თვეში 3,33%-ით გამყარდა.
Share