Home » ახალი ამბები » ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი​ 350 ადამიანი მოიწამლა და 82 გარდაიცვალა
ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი​ 350 ადამიანი მოიწამლა და 82 გარდაიცვალა

ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი​ 350 ადამიანი მოიწამლა და 82 გარდაიცვალა

“ყაზტრანსგაზ თბილისის” კომპანიის მთავარი ინჟინრის, გიორგი ლეფსვერიძის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი​  350 ადამიანი მოიწამლა და 82 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

მისივე თქმით, 2016 წელს CO-თი​​ 125 ადამიანი მოიწამლა, ხოლო 29 გარდაიცვალა.

„ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაიწყო კამპანია – „მეტი უსაფრთხოებისთვის“. სამწუხაროდ, აბონენტთა 40% ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობს. ესენია ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ“, – აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ.

კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი დანადგარის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში, კომპანიის ცხელ ხაზზე – 2 40 40 04, ან საავარიო სამსახურის ნომერზე – 114 დარეკონ.

„ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს ვადაში მივლენ, მისცემენ შესაბამის მითითებებს და შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. მინდა, მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც ბინას ქირაობს, დაგვირეკოს და შეგვამოწმებინოს ბინაში არსებული გაზის დანადგარები. ჩვენი თანამშრომლები, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, დადიან და მობინაადრეებს ამოწმებენ. მინდა, მოვუწოდო ჩვენს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ კომპანიის მითითებები“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზ-
თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დედაქალაქის მერიამ და „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სოციალურ კამპანიას – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაიწყეს.

Share