Home » მსოფლიო » ბოლო 9 წელში, რუსეთიდან მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების გადინება 5-ჯერ გაიზარდა

ბოლო 9 წელში, რუსეთიდან მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების გადინება 5-ჯერ გაიზარდა

ბოლო 9 წელში, რუსეთიდან მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების გადინება 5-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ, სამშაბათს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (RAS) მთავარმა სამეცნიერო მდივანმა, ნიკოლაი დოლგუშკინმა აკადემიის საერთო კრების დროს განაცხადა.

თუ 2012 წელს ქვეყანას ყოველწლიურად 14 ათასი მეცნიერი ტოვებდა, ახლა ის უკვე 70 ათასია.

”რუსეთი ერთადერთი განვითარებული ქვეყანაა, სადაც მეცნიერთა რიცხვი ზედიზედ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იკლებს,” – აღნიშნა დოლგუშკინმა.

1990 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ მეცნიერების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა, მკვლევარების რაოდენობა 992 ათასიდან 348 ათასამდე შემცირდა.

“3 ათწლეულის მანძიზლზე, ჩვენ მკვლევარების ორი მესამედი დავკარგეთ”, – თქვა დოლგუშკინმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთი პირველ ადგილზეა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საზღვარგარეთ ემიგრირებული მოქალაქეების აბსოლუტური რაოდენობით.

2017 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 10.6 მილიონმა რუსმა დატოვა ქვეყანა და საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე იმ ადამიანების საერთო რაოდენობა, ვინც ერთად დატოვეს უკრაინა, ბელორუსია და მოლდოვა.

გიორგი არაბული

finanz.ru

Share