Home » საზოგადოება » ბოლო 2 წელში “მეტადონის პროგრამით” მოსარგებლეთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა
ბოლო 2 წელში "მეტადონის პროგრამით" მოსარგებლეთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა

ბოლო 2 წელში “მეტადონის პროგრამით” მოსარგებლეთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა

ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებმა 2017 წელს 5 207 800 ლარი შეადგინა

ბოლო 2 წელში, “მეტადონის პროგრამით” მოსარგებლეთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2015-დან 2017 წლამდე ორჯერ გაიზარდა “მეტადონის პროგრამით” მოსარგებლეთა რიცხვი, ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებმა მხოლოდ 23%-ით მოიმატა.

2015 წელს “მეტადონის პროგრამით” 3646 ადამიანი სარგებლობდა. 2016 წელს 4549, ხოლო 2017 წელს კი 6447.

ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებიც წლიდან წლამდე იზრდება. ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებმა 2015 წელს 4 243 800 ლარი შეადგინა, 2016 წელს 4 782 900 ლარი, ხოლო 2017 წელს 5 207 800 ლარი იყო.

მართალია, 2017 წელს პაციენტთა რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა 2015 წელთან შედარებით, თუმცა ბიუჯეტის ფაქტიურმა დანახარჯმა მხოლოდ 900,000 ლარით ზრდა აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდის პარალელურად გაიზარდა მკურნალობის ბიუჯეტიც, სახელმწიფომ ამ თანხის სრულად ათვისება ვერ შეძლო.

IDFI-ის კვლევა

Share