Home » მსოფლიო » ბოლო 1 კვირაში, რუსებისთვის თურქეთში ტურების ღირებულება 55,18%-ით გაიზარდა

ბოლო 1 კვირაში, რუსებისთვის თურქეთში ტურების ღირებულება 55,18%-ით გაიზარდა

როსსტატის მონაცემებით, 2021 წლის 23-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, თურქეთში, ტურების ღირებულება 55,18%-ით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს.

ამასთან, ერთი კვირით ადრე – 16 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით – თურქეთის მიმართულებით ტურებზე ფასები გაიზარდა 4,7%, ორი კვირით ადრე – 0,5%. წლის დასაწყისიდან თურქეთში მოგზაურობის ფასები 89,3%-ით გაიზარდა.

ტურისტული მომსახურების ღირებულების ნახტომმა გამოიწვია ინფლაციის ზრდის მკვეთრი აჩქარება, განმარტავენ როსსტატში: ერთ კვირაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზარდა 0,46%-ით, 0,2%-ით ერთი კვირის უკან, ხოლო წლიურმა მაჩვენებელმა მიაღწია 8,4%-ს, რაც ახალი მაქსიმუმია 2016 წლის იანვრიდან მოყოლებული.

თურქეთში ტურებზე ფასების ზრდა ობიექტური ფაქტორებით არის განპირობებული, განაცხადა დიმიტრი გორინმა, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა.

„თურქეთი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი უცხოური მიმართულებაა რუსებისთვის. ამავდროულად, ზამთარში თურქეთში სასტუმროს ნომრების რაოდენობა მცირდება: ზოგიერთი სასტუმრო ზამთრისთვის დაკეტილია, ზოგიერთ სასტუმროს კი არ აქვს გასათბობი ან დახურული აუზი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზამთრის სეზონზე თურქეთში ჩარტერული რეისების რაოდენობა მცირდება – ეს ასევე მოქმედებს ფასებზე“, – განმარტავს ის.

გარდა ამისა, საახალწლო არდადეგებზე ტურებზე ფასები ტრადიციულად იზრდება, განურჩევლად დანიშნულების ადგილისა, ამბობს გორინი.

სანდრო პირველი

Share