Home » საზოგადოება » ბოკერია – სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს
ბოკერია - სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს

ბოკერია – სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს

სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს, – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს.

„ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, „ვარდების რევოლუციის“ როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა,”- აღნიშნავს გიგა ბოკერია.

დეპუტატი ამბობს, რომ ამაზე მეტს ახლა სააკაშვილის განცხადებაზე ვერაფერს იტყვის და ამ თემას ცალკე ბრიფინგი მიეძღვნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

„ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

Share