Home » საზოგადოება » “BOGG-ს ინვესტიციების მოზიდვის და მისი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების დიდი გამოცდილება აქვს”

“BOGG-ს ინვესტიციების მოზიდვის და მისი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების დიდი გამოცდილება აქვს”

საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, – აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

„უცხოელი ინვესტორების მხრიდან მაღალია ინტერესი ზოგადად საქართველოს ეკონომიკისა და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და ბანკის სამომავლო ხედვისა და გეგმების შესახებ.

მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა. მსგავსი შეხვედრები იძლევა  კარგ შესაძლებლობას საქართველოში მოქმედი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად”, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ინვესტორთა დღე 2020“-ს ესწრებოდა 200-მდე მოწვეული ინვესტორი და ანალიტიკოსი.

Share