Home » ფინანსები » BOG-ის ტერმინალებში ტრანზაქციები 20%-ით გაიზარდა

BOG-ის ტერმინალებში ტრანზაქციები 20%-ით გაიზარდა

საქართველოს ბანკის (BOG) ტერმინალებზე საგადახდო ტრანსაქციების რაოდენობამ 2020 წელს 100 მლნ შეადგინა, რაც 20.3%-ითაა გაზრდილი (y.y).

საგადახდო ტრანზაქციების მოცულობამ კი BOG– ის ტერმინალებზე 2020 წელს 2.7 მლრდ ლარი + 4.5% (y.y).

POS ტერმინალებში BOG-ის საბაზრო წილი საგადახდო ოპერაციების რაოდენობის მიხედვით 2020 წელს 49% იყო, რაც y.y 2%-ული პუნქტით გაიზარდა.

ხოლო ბანკის საბაზრო წილი გადასახადების მოცულობის მიხედვით POS ტერმინალებში 2020 წელს 47% იყო  +1%-ული პუნქტით y.y.

ბაზრის წილები ემყარება სებ-ის მიერ 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით გამოქვეყნებული მონაცემებს.

საერთო ჯამში საქართველოს ბანკი თავის 2.3 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს 3 ათასზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალით და 27 ათასზე მეტი მრავალფუნქციური POS ტერმინალით ემსახურება.

ბანკის მერჩანტების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში 4-მდე იყო, ახლად შეძენილი მერჩანტები კი + 32% იყო.

ელექტრონული კომერციის მერჩანტების ზრდამ კი 2020 წელს 111% შეადგინა.

ბანკმა 2020-ში საერთაშორისო კომპანიებთან 4 ახალი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა და 6 ახალი პროდუქტი და მომსახურება გაუშვა.

GBC.GE

Share