Home » მსოფლიო » Bloomberg – მსოფლიოში ვაქცინების 700 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს

Bloomberg – მსოფლიოში ვაქცინების 700 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 153 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 704 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 4.6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი,- შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი – 171 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული.

ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით აცრას კი დაახლოებით 3 თვე დასჭირდება. ჩინეთში ვაქცინაცია 143 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში -84 მილიონს, ინდოეთში კი 88 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 19.4%-მა მიიღო.

ისრაელისა და აშშ-ს გარდა პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული ჩილესა და მაროკოშია.

Share