Home » მსოფლიო » Bloomberg – ამ ტემპით პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5.1 წელი დასჭირდება

Bloomberg – ამ ტემპით პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5.1 წელი დასჭირდება

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 88 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 213.6 მილიონამდე ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5.1 წელი დასჭირდება.

ყველაზე მეტი – 65 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით.

ევროკავშირში საერთო ჯამში ვაქცინაცია 27.9 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 7.6 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 84 ვაქცინირებულს ნიშნავს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და ჩილეში მიმდინარეობს.

Share