Home » მსოფლიო » Bloomberg – რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან მიმდინარე წელს 50%-ით გაიზარდა

Bloomberg – რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან მიმდინარე წელს 50%-ით გაიზარდა

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სავაჭრო შეზღუდვები იყო, რამაც ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აიძულა შეეწყვიტა მიწოდება, რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან მიმდინარე წელს 50%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg-მა 12 მაისს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა.

აღნიშნულია, რომ 2022 წელს რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთლიანი გაყიდვიდან დღეში დაახლოებით 8 მილიონი ბარელის ოდენობით.

IEA-ს თანახმად, რუსეთიდან მიწოდება გრძელდება იმისდა მიუხედავად, რომ ევროკავშირი განიხილავს რუსეთიდან მისი იმპორტის აკრძალვას და ნავთობის მსხვილი საერთაშორისო კომპანიები Shell და Total Energy გვპირდებიან შესყიდვების შეწყვეტას.

რუსული ენერგო რესურსები მოთხოვნადია აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთსა და ჩინეთში.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობის ბლოკი აპრილის თვეში რუსული ექსპორტის უდიდეს ბაზარად დარჩა, რაც ქვეყნის ექსპორტის 43%-ს შეადგენს.

თუმცა, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთის გამძლეობა ამ სფეროში იწყებს კლებას, აღნიშნავს IEA.

კერძოდ, გასულ თვეში მარაგი დღეში 1 მილიონი ბარელით შემცირდა და წლის მეორე ნახევარში ეს დანაკარგები შესაძლოა სამჯერ გაიზარდოს. ევროკავშირის სანქციები რუსული სახელმწიფო საწარმოების მიმართ, როგორიცაა მწარმოებელი გიგანტი Rosneft PJSC, ძალაში შევა 15 მაისს, როდესაც რუსული ნავთობკომპანიები იძულებულნი იქნებიან დახურონ მეტი ჭაბურღილი.

გიორგი არაბული

Share