Home » მსოფლიო » ბლატერი: მსოფლიო ჩემპიონატს ვერ იყიდი
ბლატერი: მსოფლიო ჩემპიონატს ვერ იყიდი

ბლატერი: მსოფლიო ჩემპიონატს ვერ იყიდი

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნად სამართალი არსებობს და დამტკიცდება, რომ არავითარი სამართლებრივი დანაშაული ჩამიდენია”, – განაცხადა ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმ იოზეფ ბლატერმა.

ბლატერმა ფიფას ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება(8 წლის ფეხბურთიდან ჩამოშორება) გააპროტესტა და ახლა სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას ელოდება.

79 წლის შვეიცარიელს უეფას ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინისთვის 1.3 მილიონი ფუნტის ქრთამის სახით გადაცემაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტმა, ისევე როგორც ბლატერი, პლატინიც 8 წლით ჩამოაშორა ფეხბურთს.

“მსოფლიო ჩემპიონტს ვერ იყიდი. საბოლოოდ ეს ყველაფერი ქვეყნის მმართველებამდე მიგვიყვანს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევისას, პლატინიმ დამირეკა და მითხრა, რომ თუ მას ქვეყნს მეთაური სთხოვდა, საფრანგეთს მხარს დაუჭერდა, მაგრამ ამერიკელებს იგი ხმას არ მისცემდა.

არავინ მომიკლავს, არც ბანკი გამიძარცვავს. მე არსაიდან არ ამიღია ფული და ჩემს ყველა ყოფილს მეგობარ გოგონას კარგად ვექცეოდი”, – განაცხადა იოზეფ ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 26 თებერვალს გაიმართება და მასში 5 კანდიდატი, ჯანი ინფანტინო, პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა, ტოკიო სექსვეილი და ჟერომ ჩემპეინი მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ფიფას არჩევნებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას გენერალურ მდივანს, ჯანი ინფანტინოს გამოუცხადა მხარდაჭერა.

წყარო

Share