Home » ბიზნესი » „ბიზნესომბუდსმენს ხელფასს ბიზნესი უნდა უხდიდეს, სახელმწიფოსგან დავალებული არ უნდა იყოს“

„ბიზნესომბუდსმენს ხელფასს ბიზნესი უნდა უხდიდეს, სახელმწიფოსგან დავალებული არ უნდა იყოს“

მთავრობა ახალ ბიზნესომბუდსმენს ეძებს. „ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, მსხვილ ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კერძო სექტორს შესაფერისი კანდიდატურის დასახელება სთხოვა.

კერძო სექტორი ახალ კანდიტატზე, რომლის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნასაც პრემიერს ურჩევს, ჯერ არ შეჯერებულა, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ ახალი კანდიდატი ბიზნესიდან უნდა იყოს წარმოდგენილი.

„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ბიზნესომბუდსმენი ხელფასს ბიზნესისგან იღებდეს. მისგან იყოს დავალებული და არა სახელმწიფოსგან,“ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ბიზნესომბუდსმენმა მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად უნდა დაიცვას.

„ვინც ხელფასს გიხდის, მუსიკასაც ის გიკვეთავს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიზნესომბუდსმენი კერძო სექტორის მხრიდან უნდა ფინანსდებოდეს. ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და მას გვერდით დგომა სჭირდება. ბიზნესომბუდსმენი უნდა იყოს შუამავალი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას დროსა და სივრცეში სწორად განსაზღვრავდეს. ის აუცილებლად უნდა ლობირებდეს მცირე და საშუალო ბიზნესს, რადგან სწორედ ეს სექტორია ეკონომიკის ხერხემალი,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

business-partner.ge

Share