Home » მსოფლიო » “ბიზნესმენი, ანდერძის გარეშე, ოჯახისთვის სახიფათოა…” – რას წერს რუსული გამოცემა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ ქონებრივ დავებზე?

“ბიზნესმენი, ანდერძის გარეშე, ოჯახისთვის სახიფათოა…” – რას წერს რუსული გამოცემა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ ქონებრივ დავებზე?

რუ­სულ “ნე­ზა­ვი­სი­მა­ია გა­ზე­ტა­ში” (Независимаягазета) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია სა­თა­უ­რით “ბიზ­ნეს­მე­ნი, ან­დერ­ძის გა­რე­შე, ოჯა­ხის­თვის სა­ხი­ფა­თოა” (ავ­ტო­რი – რო­მან კა­ში­რი­ნი), რო­მელ­შიც რუ­სუ­ლი მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ბე­დია გად­მო­ცე­მუ­ლი – რით და­ი­წყეს და რო­გორ და­ას­რუ­ლეს თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა, რო­გორ იქნა გა­ყო­ფი­ლი მათი ქო­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, და­ტო­ვეს თუ არა ან­დერ­ძი… სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია აგ­რეთ­ვე ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაც.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებსს პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან:

“1990-იან წლებ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე ახალ­გაზ­რდე­ბი და ლა­მა­ზე­ბი აღარ არი­ან, აღარც ეტა­ლო­ნუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბაც არ აქვთ. ისი­ნი ბერ­დე­ბი­ან და კვდე­ბი­ან, ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზე­ბით. 30 წლის წინ, რუ­სუ­ლი „ვე­ლუ­რი კა­პი­ტა­ლიზ­მის“ გან­თი­ა­დი­სას (რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით „თით­ქმის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი“ გახ­და), ბევრ მი­ლი­ო­ნერს სჯე­რო­და, რომ დიდი ფუ­ლით ყვე­ლაფ­რის ყიდ­ვა და შექ­მნა შე­იძ­ლე­ბო­და, თვით უკ­ვდა­ვე­ბის წამ­ლი­საც კი. მათ ეგო­ნათ, რომ მი­ნი­მუმ 120 წლამ­დე მა­ინც იცო­ცხლებ­დნენ, მაგ­რამ დღეს ირ­კვე­ვა, რომ ეს ასე ყო­ველ­თვის არ არის – ისი­ნი სა­ი­ქი­ო­ში მი­დი­ან, მაგ­რამ სა­ა­ქა­ო­ში ბევრ პრობ­ლე­მას ტო­ვე­ბენ, მათ შო­რის მემ­კვიდ­რე­ე­ბი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბის (ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის) შე­სა­ხებ. (…)

პირ­ვე­ლი ტალ­ღის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მე­წარ­მე­ე­ბი თა­ვი­ან­თი აქ­ტი­ვე­ბის ნა­წილს ხში­რად აფორ­მებ­დნენ სხვა პი­როვ­ნე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც ფორ­მა­ლუ­რად მათ­თან და მათ ოჯა­ხებ­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ბიზ­ნეს­მენ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ, ეს “უც­ნო­ბი” პი­რე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩნდე­ბი­ან და ოჯა­ხის წევ­რებს ქო­ნე­ბის რე­ა­ლურ მფლო­ბე­ლე­ბად წა­რუდ­გე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, სა­ჩივ­რე­ბის ფრონ­ტის ზე­და­პირ­ზე გა­მო­დი­ან გარ­დაც­ვლილ ბიზ­ნეს­მენ­თა “პა­რა­ლე­ლუ­რი ოჯა­ხე­ბი”, ფა­რუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი და “უკა­ნო­ნოდ და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი”, რომ­ლე­ბიც ქო­ნე­ბა­ზე თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბებს აცხა­დე­ბენ… და იწყე­ბა დავა, რო­მე­ლიც თა­ვი­სის სიმ­ძაფ­რით შე­იძ­ლე­ბა 1990-იანი წლე­ბის რე­ი­დე­რულ მი­ტა­ცე­ბებს შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ. [ეს ხში­რად უხერ­ხუ­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია].
პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის პრე­ცე­დენ­ტი

ამ­გვა­რი საქ­მის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი ჯერ კი­დევ 21-ე სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ათწლე­უ­ლის და­სას­რულს შე­იქ­მნა და ის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და, იგი ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის პარტნი­ო­რად ით­ვლე­ბო­და, რო­მე­ლიც 1990-იანი წლე­ბის რუ­სეთ­ში „რუხ კარ­დი­ნა­ლად“ ით­ვლე­ბო­და და რო­მელ­საც სა­ბო­ლო­ოდ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა მო­უხ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის­თან ერ­თად, თით­ქმის 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის აქ­ტი­ვე­ბი ჰქონ­და, მათ შო­რის რუ­სე­თის ერთ-ერთი მსხვი­ლი მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კორ­პო­რა­ცი­ის აქ­ცი­ე­ბი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ჩა­მომ­სხმე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში – სა­ქარ­თვე­ლო­დან სერ­ბე­თამ­დე, უამ­რა­ვი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა (მა­რო­კოს მე­ფის სა­სახ­ლეც კი!) და ასე შემ­დეგ.

და 2008 წელს არ­ცთუ მო­ხუ­ცი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, 52 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მა­ს­მე­დია წერ­და, იმ­წუთ­ში­ვე გავ­რცელ­და ხმე­ბი მის წი­ნას­წარ გან­ზრა­ხულ მკვლე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ მალე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია გა­მო­ცხად­და: ბიზ­ნეს­მე­ნი თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა – ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბით ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გამო, რო­მე­ლიც მან სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში გა­ნი­ცა­და.

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა­ზე სწრა­ფად გა­ნა­ცხა­დეს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა ერთი მხრივ, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკიმ, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს გარ­დაც­ვლი­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის მფლო­ბე­ლად თვლი­და და მე­ო­რე მხრივ, ქვრივ­მა ინა გუ­და­ვა­ძემ. რო­გორც მა­ს­მე­დია იტყო­ბი­ნე­ბო­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს მოს­კოვ­ში თურ­მე პა­რა­ლე­ლუ­რი ოჯა­ხიც ჰყავ­და, რო­მე­ლიც წი­ლე­ბის გა­ყო­ფა­ში ჩა­ერ­თო. ბევ­რი აქ­ტი­ვი გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­ზე, თა­ნა­შემ­წე­ებ­ზე, პი­რა­დი მძღო­ლის სა­ხელ­ზეც კი.

და ამ­დენ­მა ხალ­ხმა უცებ გა­ნა­ცხა­და – ეს ჩვე­ნი კა­ნო­ნი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რი მძი­მე შრო­მი­თაა შექ­მნი­ლიო. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოკ­ვე­თი­ლი იყო ჯო­ზეფ ქეი, აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე (იგი­ვე იო­სებ კი­კა­ლიშ­ვი­ლი, საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი). იგი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის თით­ქოს­და გარე ბი­ძაშ­ვი­ლი იყო, მაგ­რამ მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მან თა­ვი­სი თავი ბიზ­ნეს­მე­ნის საკ­ვან­ძო პარტნი­ო­რად და თით­ქმის ან­დერ­ძის აღმსრუ­ლებ­ლა­დაც კი წარ­მო­ად­გი­ნა.

შე­დე­გი: ინა გუ­და­ვა­ძემ მისი სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­იმ­ტკი­ცა, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკიმ კი ვე­რაფ­რის დამ­ტკი­ცე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ფაქ­ტი­უ­რად, ყო­ფი­ლი “რუხი კარ­დნა­ლი” ბანკრო­ტად იქცა, შემ­დეგ აპ­რი­ო­რუ­ლად უპერ­სპექ­ტი­ვო პრო­ცე­სი და­ი­წყო თა­ვის კი­დევ ერთ ექს-პარტნი­ორ რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­თან და როცა ყვე­ლა­ფე­რი წა­ა­გო, თავი მო­იკ­ლა. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, თუმ­ცა „პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა“ დღეს, რო­გორც ჩანს, ტი­პი­უ­რი და მო­დე­ლუ­რი ხდე­ბა”.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია აგ­რეთ­ვე სამი ის­ტო­რია, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი უკავ­შირ­დე­ბა ცნო­ბი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის დი­მიტ­რი ბო­სო­ვის – ბიზ­ნეს-ჯგუფ „ალ­ტე­კის“ მფლო­ბე­ლის ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის პრობ­ლე­მებს (1,1 მლრდ. დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით), რო­მელ­სა­ცერ­თმა­ნეთს მი­ლი­არ­დე­რის ქვრი­ვი კა­ტე­რი­ნა, ოთხი შვი­ლი და მძღო­ლი ეცი­ლე­ბა. მე­ო­რე ის­ტო­რია ან­დრეი ტრუბ­ნი­კოვ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კომ­პა­ნია Natura Siberica-ს მფლო­ბელ­თან, რომ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ქო­ნე­ბის ერ­თმა­ნეთს გა­და­ემ­ტერ­ნენ და მე­სა­მე – ოლეგ ბურ­ლა­კოვ­თან, „სტრო­ი­ლეს­ბან­კის“ მფლო­ბელ­ტან. მისი ქო­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, 1,5 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბაც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, უც­ნა­ურ პი­რო­ბებ­ში მოხ­და – „თით­ქმის ისე­ვე, რო­გორც 2008 წელს ბად­რი პა­ტარ­კა­ცაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი“.

წყა­რო: ng.ru

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

Ambebi.ge

Share